საზოგადოება

,,დედების ფონდი”-ს ბენეფიციარები შეძლებენ ხარისხიან მკურნალობას თურქეთის წამყვან კლინიკებში

საქველმოქმედო ორგანიზაცია “დედების ფონდი” ბოლო დროს საკმაოდ სწრაფად ვითარდება. იმის გამო, რომ საქართველოში ბევრი დაავადების დროულად დიაგნოსტირება ვერ ხერხდება, ან დაავადების მკურნალობა აქ არც თუ ისე ეფექტიანია, პაციენტებს საზღვარგარეთ გამგზავრება უწევთ, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. საქველმოქმედო ორგანიზაცია “დედების ფონდს” დასახმარებლად დღის განმავლობაში ასობით პაციენტი მიმართავს, მათი უმრავლესობა უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებიდანაა, ან დაავადების ხანგრძლივობამ და ხარჯებმა სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა. “დედების ფონდი”   ერთი წელია, რაც ოფიციალურად  საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, ამ დროის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტი ლარი სხვადასხვა ადამიანის გადასარჩენად გაიღო.დღესდღეობით დედების ფონდს არა ერთი ბენეფიციარი ჰყავს გაგზავნილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ამ ყველაფერმა კი ორგანიზაციას  საზღვარგარეთის კლინიკებთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოუყალიბა.
რამდენიმე დღის წინ დედების ფონდს სამედიცინო ტური ჰქონდა სტამბოლის წამყვან კლინიკებთან, მათ შორის ერთერთია კლინიკა “მედიპოლ მეგა”, სადაც ამჟამად ფონდის ბენეფიციარი, 9 წლის ელენე დუმბაძე ლეიკემიას ებრძვის. “მედიპოლ მეგას” ქართველი კოორდინატორი მანანა გურგენიძე ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა, შესთავაზა საუკეთესო ფასდაკლება ბენეფიციარებისთვის, დაბინავება და პაციენტის ოჯახის წევრებზე მკურნალობის პერიოდში ზრუნვა.

ვიზიტის ფარგლებში კლინიკა “esencan”-ის  ქართველი კოორდინატორის, სანდრა ზოიძის ორგანიზებით ,ფონდის დამფუძნებლის და კლინიკის ხელმძღვანელობის შეხვედრა მოეწყო. კლინიკამ საკუთარ თავზე აიღო ფონდის ბენეფიციარებისთვის 15 დან 20% მდე ფასდაკლება და საუკეთესო პირობები.

.

.

.

დღეიდან ნებისმიერი დიაგნოზის შემთხვევაში, “დედების ფონდი”-ს ბენეფიციარები შეძლებენ ხარისხიანი მკურნალობის მიღებას თურქეთის წამყვან კლინიკებში თანაც საუკეთესო პირობებით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close