საზოგადოება

დედა, რომელიც გარდაცვლილი შვილის სახელით გაჭირვებულებს ეხმარება

გოგა ჩანადირი საკუთარ ფესბუქის გვერდზე ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც დედის მიერ გარდაცვლილი შვილის სახელით გაკეთებულ სიკეთეს უკავშირდება.

„ერთხელ ფეისბუქის კედელზე ვარკეთილში მცხოვრებ ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახზე დავწერე.
ბევრი გაზიარებაც კი ჰქონდა.

2 დღის შემდეგ ნინო ბერიშვილისგან წერილი მივიღე, რომ თუ ოჯახის მისამართს ზუსტად ვეტყოდი, მივიდოდა და სრულად დაეხმარებოდა.

მათ იმდენი რამ სჭირდებოდათ, ეჭვიც კი შემეპარა, ამას ეს უცნობი გოგო როგორ შეძლებს-მეთქი.

ორი დღის შემდეგ ვარკეთილიდან ოჯახის დიასახლისმა ელისო ნიშნიანიძემ დამირეკა და ვიღაც ქალის გულუხვობის გამო, ათასი მადლობა გადამიხადა.

მივხვდი, ვისი ხელიც ერია. ნინოს წერილი მოვძებნე და მადლიერების გამოსახატად მივწერე.

გავიდა რამდენიმე დღე და საპასუხო წერილი მივიღე:

“ბატონო გოგა, მე ნინოს დედა ვარ. მის ანდერძს ვასრულებ და გაჭირვებულებს ვეხმარები. დიდი მადლობა დახმარებისთვის”.

მე გავშრი. მძიმე განცდა დამეუფლა. მერე ჩემებური ნინო წარმოვიდგინე – გამჭვირვალე გოგო, ანგელოზის ფრთებით იყო შემკული, შარავანდედი მოსავდა და გაჭირვებულთა შეწევნას დედას უანდერძებდა…

#თბილისი

ქალაქი, სადაც გაჭირვებულების დახმარებას უანდერძებენ“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close