საზოგადოება

დაჯარიმებული და სტატუსშეწყვეტილი სამშობიარო დაწესებულებების სია

euronews.ge -სთვის ცნობილი გახდა, რომ გასული წლის პირველი მარტიდან დღემდე 17 სამშობიარო დაწესებულება დაჯარიმდა, 5 დაწესებულებას კი შეუჩერდა პროგრამის მიმწოდებლის (პროვაიდერის) სტატუსი.

პროგრამის და ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული იყო, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ანალიზის საფუძველზე გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა უნდა ყოფილიყო 500-ზე მეტი. ამ პირობის შეუსრულებლობის გამო კლინიკებს აღარ გაუფორმდათ ახალი ვადით ხელშეკრულება.

ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირება/შემცირების მაჩვენებელი. ამ პირობის შეუსრულებლობის გამო მიმწოდებლებს განესაზღვრათ საჯარიმო სანქციები.

2017 წლიდან დღემდე მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულების პირობის (საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირება ხელშეკრულებით განსაზღვრული პროპორციის მიხედვით) დარღევის გამო დაჯარიმდა შპს BROTHERS-ი, შპს ბაიები, სს ჩაჩავას ლინიკა, შპს „უნიმედი კახეთი“ – მ.იაშვილის სახ.ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენრალური ჰისპიტალი, შპს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, შპს ახალი სამშობიარო ცენტრი, შპს დავით დავარაშვილის კლინიკა, შპს იმედის კლინიკა, შპს ხონელიძის კლინიკა, შპს მედკაპიტალი (გლდანის ფილიალი), შპს ქუთაისის N3 სამშობიარო სახლი, შპს ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლი და შპს ჰერა 2011, შპს ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა დედაშვილობა, შპს “ოქროს საწმისი – XXI საუკუნე”, შპს პირველი საავადმყოფო, შპს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი.

სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებლის სტატუსი შეუწყდათ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს: შპს ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავლპროფილური კლინიკა დედაშვილობა, შპს ოქროს საწმისი-XXI, შპს პირველი საავადმყოფო, შპს საქართველოს საპატრიაქროს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი და შპს ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი.

საჯარიმო სანქცია დამოკიდებულია კლინიკის მიერ საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირების ტენდენციაზე და განსაზღვრულია პროგრამისა და ხელშეკრულების პირობებით.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close