საზოგადოება

,,დაწვით” პირდაპირ ეთერში თქვენი რესპონდენტი, მაგრამ დებატების საშუალებას ნუ წაართმევთ”

 ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

_ ეს არჩევნები და მედიის დამოკიდებულება ცალკეული კანდიდატებისადმი გამოირჩევა გაბუტვის ტენდენციით. თუ პოლიტიკოსი რომელიმე არხს გააკრიტიკებს, ეს არხი მას დებატების საშუალებას ართმევს, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ტელეარხების ნაწილს არა აქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს თანაბარი პირობების შექმნა ყველა კანდიდატისთვის. მათ შორის, კონკრეტული არხისადმი არაპოზიტიურად განწყობილი კანდიდატისთვის. გაბუტვის და ეთერის დახშობის ტენდენციას უფრო მაღალმა სტანდარტმა უნდა აჯობოს- არჩევნებისას ტელეარხი თანაბარ ეთერს უთმობს ყველას. ყველა-ში ვგულისხმობ ყველა დარეგისტრირებულ პარტიას და კანდიდატს. ისევე, როგორც ჟურნალისტს აქვს უფლება გააკრიტიკოს პოლიტიკოსი, პოლიტიკოსსაც აქვს უფლება, ჰქონდეს მისი პოზიცია კონკრეტული მედიასაშუალებისადმი. ეს არ უნდა გახდეს ამ კანდიდატისთვის ეთერის დახშობის საფუძველი. პირიქით, საჯაროდ უნდა მიეცეს კანდიდატს ამავე არხზე არხის არგუმენტურებულად გაკრიტიკების საშუალება. თუ პოლიტიკოსი მართალი არ არის, ის “დაიწვება”. კოლეგებო, “დაწვით” პირდაპირ ეთერში თქვენი რესპონდენტი, მაგრამ დებატების საშუალებას ნუ წაართმევთ მას. ეს ტენდენცია მე სწორად არ მიმაჩნია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close