ჯანდაცვა

დარეჯან მეფარიშვილი: გულწრფელი მადლობა სახელმწიფოს მამაჩემის სიცოცხლისთვის

,,პირველი ოპერაცია 2 წლის წინ გავუკეთეთ მამაჩემს. ოპერაციას ვამბობ თორემ ისეთი არაფერი იყო – კენჭი ამოვუღეთ…
ჰოდა, მაშინ გვითხრეს, რომ მუცლის ღრუში ანევრიზმა ჰქონდა სევერიანოვიჩს და არც თუ ისე პატარა ზომისა. ოპერაცია რასაც ქვია (გაჭრა), გამორიცხეს.
სამი ექიმი ვნახე, 2 თბილისში, ერთი ბათუმში, სამივემ ერთნაირად მითხრა – გაჭრა გამორიცხულიაო.
უსისხლო ოპერაცია კი ძალიან ძვირი ჯდება….
2 წელი ვაკონტროლეთ ეს ბომბი, 15 დღის წინ კი მორიგ შემოწმებაზე მისულებს (ქუთაისში დამყავს), ექიმმა ანგიოლოგ-ქირურგთან სასწრაფოდ მისვლა გვიბრძანა (არ გვთხოვა, გვიბრძანა)… მადლობა ია ექიმს (ხურცილავა, სამტრედიის პოლიკნინიკაში მუშაობს) ამ “ბიძგისთვის”…
მივიყვანე ქუთაისში…
ანგიოლოგ- ქირურგმა, ლაშა გოგონაძემ, კატეგორიულად გვითხრა – თუ წაიყვანთ ხელწერილი დამიწერეთ ჩემთან პრეტენზია რომ არ გექნებათ, სულ რაღაც რამდენიმე დღეშიო…
მე და სევერიანოვიჩი ვიყავით წასულები, მარტონი…
იქვე მივიღე გადაწყვეტილება, მარტომ…
გივიმ – არ დავრჩებიო.
მეც უკან არ დავიხიე და მოხუცთა თავშესაფარში ჩაგაბარებ თუ არ დარჩები-მეთქი…
დარჩა – ეს მართლა ჩამაბარებსო… ;

დავტოვე…
მეორე დღეს ვუთხარი ჩემს დებს საოპერაციოდ რომ დავტოვე და არა მორიგ შემოწმებაზე, შემეცოდნენ, ისედაც დაზაფრულები იყვნენ მთელი ორი წელი – დახველებაც კი არ შეიძლებოდა ზედმეტად…
დაილოცოს ლაშა გოგონაძის და მისი კოლეგების ხელები… შესანიშნავად გაუკეთეს ოპერაცია…
კია, ჩემი სევერიანოვჩი კარგად.
ახლა მთავარია ჩვენ მოვუაროთ….
ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა?
38 ათას ლარამდე დაჯდა ეს ოპერაცია, 33,500 (აქედან 500 სამტრედიის გამგეობამ, მადლობა მათ) სახელმწიფომ დააფინანსა, დანარჩენი ჩვენ გადავიხადეთ (ბანკიდან გამოვიტანეთ სესხი).
სხვა დროს, სხვა ვითარებაში მე ამ ოპერაციას ვერ გავუკეთებდი მამაჩემს…
არის მომენტები, როცა მადლობა უნდა თქვა ადამიანმა…
მადლობა სახელმწიფოს ამ პროგრამისთვის, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი ადამიანის სიცოცხლეს ახანგრძლივებს ეს პროგრამა….
გულწრფელი მადლობა მამაჩემის სიცოცხლისათვის”, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close