საზოგადოება

დაკავება უაქციზო სასმელის გამოშვების, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი აიყვანეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თბილისში, მის კუთვნილ საწარმოში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის – ჭაჭის არყის რეალიზაციას, შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უაქციზო სასმელი, რომლის საბაზრო ღირებულება ჯამში 5 620 ლარს შეადგენს.

სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close