განათლება

დაიწყო თუ არა ხარვეზებით ერთიანი ეროვნული გამოცდები-მაია მიმინოშვილის განცხადება

ეროვნულ გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს. როგორც ჟურნალისტებს, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, საგამოცდო პროცესი ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.

“დღეს დაიწყო საგამოცდო პროცესი. 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, თუმცა გარკვეული რაოდენობა აბიტურიენტებისა გამოაკლდა პროცესს იმის გამო, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგანში მაინც ვერ გადალახეს მინიმალური ბარიერი. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს პროცესში. მთელი საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. წელს ერთი ახალი საგამოცდო ცენტრი დაემატა თბილისში. 08:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია პირველი ნაკადისთვის და ზუსტად 09:00 საათზე დასრულდა”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება ხარვეზებს, მიმინოშვილის თქმით, რამდენიმე აბიტურიენტი იყო, რომელსაც ნაკადი აერია.

“თუმცა პირველი ნაკადია ეს, მეორეზე იყვნენ განაწილებულები და პრობლემა არ შეექმნებათ. ყოველ შემთხვევაში, ის, რისიც მეშინოდა, არ დაფიქსირებულა. კერძოდ არ ყოფილა შემთხვევა იმისა, რომ საგამოცდო ცენტრი არეოდა აბიტურიენტს თბილისსა ან ქუთაისში”,- განაცხადა მიმინოშვილმა.

რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას, მაია მიმინოშვილის თქმით, ეს დამოკიდებულია გასწორების პროცესზე და ის იმედოვნებს, რომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება ივლისის ბოლოდან დაიწყება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close