საინტერესო

„დავკარგე დედაც, ქმარიც და სამსახურიც“

„ხომ ამბობენ,გასამება იცისო და ა ბატონო. დავკარგე დედაც, ქმარიც და სამსახურიც, მაგრამ!!! ჩემ დეპრესიას მაინც ვეღარ ეღირსებთ და თქვნ ჯინაზე წავალ ხვალ პარიზში“ – წერს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში.

მის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეგობრები ამშვიდებენ ტელეწამყვანს და საუკეთესო სურვილებს უზიარებენ. მათ შორისაა ნინა წკრიალაშვილიც, – „მთავარია არ გახუთდეს, მე ვახუთებ ხოლმე. სამის მერე მეც პარიზში დავდივარ ყოველთვის და ამაზე უკეთესს ვერაფერს იზამ“.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს, ნახეთ როგორ ეხმაურებიან მეგობრები თამუნას პოსტს.

„თამო, დედა დაკარგე და ქმარმა და სამსახურმა შენ დაგკარგეს, მგონი ასე უფრო სწორი ფორმულირება იქნებოდა

😉 შენ არ იდარდო, რა დეპრესია, ეხლა დაიწყება ყველაზე მაგარი პერიოდი, ყოველთვის ესეა, დამიჯერე:)“;

„სულ ნუ დახარჯავ ფულს, რაც დანაზოგი გაქვს. დამიჯერე, ყველაფერი მაგრად გექნება. მეც მასე ვიყავი, მამა დამეღუპა, ქმარმა მიმატოვა, სამსახური დავკარგე, მაგრამ დღეს მყარად მიდგას ფეხები მიწაზე. მინდა რომ კარგად იყო“;

„თამო, ქმარსაც და სამსახურსაც ეშველება, უკეთეს ქმარს ნახავ და სამსახურსაც, დარწმუნებული ვარ, მაგრამ დედის დაკარგვა საშინელი ტკივილია… ყველაფერი იქნება კარგად, დარწმუნებული იყავი ამაში. მე პირადად მეთუხედ გავთხოვდი და მგონი გამიმართლა.“

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close