საზოგადოება

დავით მესხიშვილი: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე:

_ სად იკარგება 700 მილიონი აშშ დოლარი ყოველწლიურად?
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ავტოსატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმების და ფატალური შემთხვევების ხარჯებმა (დაკარგული შემოსავალი, სამედიცინო, ადმინისტრაციული და დაზიანებული ქონების ხარჯები) 2015 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით – 5% (738 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ქვეყნის ეკონომიკისთვის განსაკუთრებით უარყოფითი ეფექტის მატარებელია. საგზაო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმებისა და ფატალური შემთხვევების შემცირებით შესაძლებელია რესურსების გამოთავისუფლება მათი პროდუქტიული გამოყენების მიზნით. ანუ, თუ ყოველწლიურად, ფატალურ შედეგებზე გაწეული ხარჯის თუნდაც 10 %-ს მოვახმართ ინსტიტუციურ ცვლილებებს ტრანსპორტის სექტორში და დავნერგავთ პრევენციული ღონისძიებების თანამედროვე სისტემას, ეს დანახარჯი (738 მილიონი) შესაძლოა პირველ ეტაპზე განახევრდეს კიდეც და რაც მთავარია, შესაძლებელი გახდება უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close