საზოგადოება

დავით ზურაბიშვილის ,,შაფათ-კვირის სიბრძნეები”

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ,,შაფათ-კვირის სიბრძნეებს” აქვეყნებს:

,,დღეს, ქართული ოცნების ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა არის ის კონტიგენტი (ვგულისხმობ იდეური მოსაზრებით, რომ ხმას აძლევს ისეთ ამომრჩეველს და არა ადმინისტრაციულ რესურსს ან ე. წ. “ვიგოდნიკებს”), რომელიც წუხს ქართულ ტრადიციებზე, გაპიდარასტების საფრთხეზე, ქალიშვილობის ინსტიტუტის მოშლაზე, უცხოთესლი გადამთიელების მომრავლებაზე, ეკლესიის წინააღმდეგ ლიბერასტულ კამპანიაზე და ა. შ. და ა. შ.

მოკლედ, სანდრო ბრეგაძის მარშის ავანგარდში რომ უნდა იდგნენ, თითქოს ის ,,სასტავია”, მაგრამ ჭეშმარიტად ქართული პარადოქსიც იმაში მდგომარეობს, რომ ოცნების კანდიდატმა ყოველივე ზემოჩამოთვლილი სამჯერაც რომ უარყოს მამლის ყივილამდე, ეს ხალხი მაინც მას მისცემს ხმას”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close