საზოგადოება

დავით ასათიანი: ყველას გიწვდით მეგობრობის ხელს, მიუხედავად არჩევნების შედეგებისა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით ასათიანის განცხადება:

,,ჩემო ძვირფასო ადვოკატებო,

ხვალ ასოციაციის არჩევნებია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ჩავატარებთ ღირსეულ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ არჩევნებს და ამით კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს პროფესიას. მინდა გულწრფელად დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად მრავალი უსამართლო და უსაფუძვლო წინასაარჩევნო კრიტიკისა ამისათვის შეგნებულად არ გვიპასუხია იმ ერთადერთი მიზეზით, რომ არ დაგვეზიანებინა პროფესიის რეპუტაცია და ერთიანობის ინტერესები.

მე და ჩემი თანამოაზრეები არ ვყოფთ ადვოკატთა ასოციაციას ბანაკებად და დაჯგუფებებად და ყველას გიწვდით მეგობრობის ხელს, მიუხედავად არჩევნების შედეგებისა.

აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თანამებრძოლებს და ყველა ადვოკატს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქმიანობდა ჩვენი პროფესიის გასაძლიერებლად და ვისთანაც ერთად ვიმუშავებთ მომავალში.”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close