საზოგადოება

დავით ასათიანი: პირველი სირთულე ხანძარი აღმოჩნდა

,,პირველი სირთულე ხანძარი აღმოჩნდა, რომელიც დღეს, დილის 3 საათზე გაჩნდა სხვენში და ასოციაციის ცენრალური ოფისის ზედა სართულები დაიწვა, ხოლო სხვაგან წყალია ჩასული. რომ არა ჩვენი მეხანძრეების სწრაფი რეაგირება, შენობა სრულად განადგურდებოდა. აქვე დიდი მადლობა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის რაიონის 1-ლი განყოფულების მთელ შემადგენობას მაღალპროფესიული მუშაობისათვის.

მწამს, რომ ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ამ გამოწვევას და ადვოკატთა ასოციაციას მალე ექნება შესაბამისად აღჭურვილი ოფისი” აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის ახლადარჩეული თავმჯდომარე დავით ასათიანი.

,,ჩვენ ყველა გამოწვევას გავუძლებთ” _ წერენ ასოციაციის წევრები.

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს, ძმები ზუბალაშვილების ქუჩის 36 ნომერში, ღამის სამის ნახევარზე, ადვოკატთა ასოციაციის მესამე სართულზე, გაჩნდა ხანძარი. 4 სახანძრო მანქანა მოვიდა. ეკიპაჟებმა მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება. დაიწვა ადვოკატთა ასოციაციის მესამე სართულის ორი ოთახი და სხვენი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close