სამართალი და კრიმინალი

დააკავეს თუ არა სტამბულის ბაზრობის დირექტორის მკვლელი? _ ვინ ამბობს სიმართლეს

   ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორის, ყოფილი პარლამენტარისა და გენერლის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა. გახარიას განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მკვლელობასთან დაკავშირებით გუშინ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა:

„ეს გახლავთ მაღალი პროფესიული დონის რამდენიმე სპეციალისტი, საკმაოდ დიდი ჯუფია, რომლებიც უკვე გუშინ ჩაერთნენ გამოძიების პროცესში. საქმეზე გვაქვს საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები. დღეის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და უახლოეს პერიოდში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს. მე გუშინც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – მესმის, რომ ეს არის რეზონანსული საქმე და ხვალინდელი დღიდან საგამოძიებო ჯგუფი იქნება ღია საზოგადოებასთან ურთიერთოების ჭრილში და რა თქმა უნდა, ინფორმაცია იქნება გაზიარებული აბსოლუტურად ღიად. ხვალ-ზეგ საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი იქნება დასრულებული და ამის შემდეგ ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებთ საზოგადოებასთან“, – განაცხადა გახარიამ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. “პირველი არხის” ინფორმაციით, დაკავებულის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეა, რომელიც  აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 236-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ადვოკატის განმარტებით, საქმიდან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებამ რეაგირება მოახდინა და გაჩხრიკა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი სახლი, საიდანაც იარაღის ტყვიებია ამოღებული.
მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება კი ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close