საზოგადოება

,,გურიაში გურულად” _ ლანჩხუთის გამგებლის ლექსები ნაშებზე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, პოეტიც გახლავთ. მან 2015 წლის მარტში ლექსების კრებული გამოუშვა, სახელწოდებით, ,,გურიაში გურულად”.

გთავაზობთ ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის რამდენიმე ლექსს კრებულიდან:

რუსის ქალი

რუსის ქალი, მართლა ქალი,
დაგვავიწყდა, სადღა არი,
არჩევნებზე გაიქეცი
აირჩიე ხალხი მრგვალი,
და ხმამაღლა გაჰყვიროდი:
აღარ გვინდა, რუსო წაიი…
არ გინდოდა? ჰოდა კაი,
ეხლა მაშინ ნუ ყვირიხარ,
გაჩუმდი და წყნარათ წაი.

უფულოთ

როდესაც ზიხარ უფულოთ
და არ გაქვს შოვნის შანსები,
არც მეგობრები გაწუხებს
და აღარც ძველი ნაშები.
(არ დარჩეთ უფულოთ)

მე მარტო და ორი ქალი

გვიან ღამით სასტუმროში გავიცანი ორი ქალი,
ერთი შავგრემანი იყო, მეორე კი ძაან შავი.

შავი, მაგრამ მკერდი ვარგი, მაღალი და ფეხიც სარგი.
შავგრემანიც კარგი იყო_ თვალციმციმა და ტანადი.

შებმა ცოტა გამიჭირა, ბოლოს მოხდა საქმე კარგი,
ჩემს მაგიდას შემოუსხდნენ შავიცა და შავგრემანიც.

გამისწორდა, რომ შევხედე, როგორ შევძელ ეს ამბავი,
მაგიდასთან სამნი ვზივართ: მე მარტო და ორი ქალი.

ვფიქრობ, ეხლა როგორ ვუთხრა ორივენი ჩემი არი?
მიჯობს მომენტს დაველოდო, ბოლოს ვუთხრა ნაფიქრალი.

სადღეგრძელოს ყველა ვამბობთ: შავიც, მეც და შავგრემანიც.
რესტორანში ქეიფს რა სჯობს, თუ გვერდით გყავს ორი ქალი.

სახელები არ მიკითხავს სად წამივლენ, აქ არ არის?
ქეიფს ბოლო აღარ უჩანს, სმას და ჭამას _ არეალი.

ოჰ, რა კარგად მოვილხინეთ, ვფიქრობ, რომ ვთქვა ნაფიქრალი
და ნომრისკენ წავიყვანო შავიცა და შავგრემანიც.

მოვიხედე და რას ვხედავ, მაგიდასთან არვინ არინ.
მიმტანი კი გვერდზე მიდგას ჩეკით ხელში, ვაი ბრალი.

ვფიქრობ: ნეტა სად წავიდა გაცნობილი ორი ქალი?
ერთი შავგრემანი იყო, მეორე კი ძაან შავი.

ვეძებ, მაგრამ სად არიან ნაქეიფარ-გამაძღარი.
სახელებიც არ მიკითხავს, ახლა რა ვქნა, იუ, ვაი.
მიმტანს ჩეკი გამოვართვი და მივეცი ჩემი ვალი.

დარბაზს თვალი გადავავლე: იქნებ ჩანდეს ორი ქალი,
ერთი შავგრემანი იყო მეორე კი ძაან შავი.

მაგრამ არსად აღარ ჩანდნენ, დარბაზს ერტყა შავი კვამლი,
ჯობდა დროზე მეთქვა მათვის გულში ჩემი ნაფიქრალი.

რესტორნიდან წამოვედი წამოვიღე ორი ვარდი,
მომატყუეს, მაგრამ რა ვქნა, მაგათ პატრონს, აი დარდი.

(1988 წელი)

წყარო: ტაბულა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close