პოლიტიკა

,,გუგავების გვარზე ივანიშვილმა გენოციდი დაიწყო”

„თბილისში საკრებულოს თავმჯდომარედ მოვიდა ქურდის შვილი, მერად ქურდი. გუგავების გვარზე ივანიშვილის მიერ გენოციდი დაიწყო,“- ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მან დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად აღნიშნა, რომ 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და ამის წინააღმდეგ ლეიბორისტული პარტია ბრძოლას გააგრძელებს.

„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ივანიშვილი და ბანკირთა ხროვა საბრალდებო სკამზე მოხვდეს. რეჟიმის მიზანი იყო, ადგილობრივ პარლამენტებში სიმართლის მთქმელი ლეიბორისტული პარტიის დეპუტაცია არ შეეშვა, სამაგიეროდ, თბილისში გუგავას მაგივრად მოვიდა კალაძე და შესაბამისად მოვიდა გაუფასურებული ლარი და გაძვირებული ტარიფები და ეს პროცესები გაგრძელდება,“- აღნიშნა ნათელაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close