პოლიტიკა

,,გუბერნატორები რა მოხელე-ნაჩალნიკები არიან, ახლა კიდევ, მთავარ გუბერნატორსაც რომ უნიშნავენ?!”

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ მუნიციპალიტეტებში თუ რეალური თვითმართველობაა და თავიაანთი ბედი თავადვე ეყუდვნით (საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივ თვითმართველობები საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად წყვეტენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს), გუბერნატორები რა მოხელე-ნაჩალნიკები არიან, ახლა კიდევ, მთავარ გუბერნატორსაც რომ უნიშნავენ?! რა უკიდეგანოდ გადაჭიმული ქვეყანა ჩვენ ვართ, ცენტრს ადგილებზე შუალედური მაკონტროლებელი რომ გვჭირდებოდეს? არადა, ამ ინსტიტუტის შენახვა არც ისე იაფაია. მხოლოდ 2017 წელს გუბერნატორის ადმინისტრაციებში 276 020 ლარის ხელფასი-პრემიებია გაცემული. ცალკეა ავტომანქანების, საწვავის და სხვა ხარჯები.

ვერ შეელია ვერცერთი ხელისუფლება ფულის მჭამელ ამ უცანურ პოლიტიკურ წარმონაქმნებს, რომლებიც, საარჩევნოდ, მართლაც რომ  გვარიან საქმეებს აკეთებენ მათთვის.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close