საზოგადოება

,,გოგაშვილის მარშრუტს რატომ სწავლობდნენ მაჩალიკაშვილები, რაში სჭირდებოდათ?_ ტყუილად არავის არაფერს დააბრალებდნენ”

,,ტყუილად არავის არაფერს დააბრალებდნენ, ან ვინც სკეპტიკურად ხართ განწყობილები, იქნებ ისიც მითხრათ, გოგაშვილის მარშრუტს რატომ სწავლობდნენ მაჩალიკაშვილები, რაში სჭირდებოდათ? ძალიან მეცოდება, მაგრამ რაღაც უბედურებაში რომ გაჰყო თავი, ესეც ფაქტია…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, აუდიო ჩანაწერში, რომელიც ქისტურ ენაზეა, ვახა მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს – ჰუსეინ მაჩალიკაშვილს, ესაუბრება.

“ეგ აზრები „ვაფშე“ თავიდან მოიშორე. შენ თავში რაც უნდა ჩაიდო, ეგ არის რომ გოგაშვილზე უნდა იმუშავო და იმაზე იმუშავე, სად არის, რა არის, სად დადის, სად ცხოვრობს, სად დადის, საიდან მოდის. სოფელში უნდა წახვიდე, მაჩხაანში უნდა წახვიდე, სასაფლაოზე უნდა წახვიდე. მაგის მამის სახელი კლიმენტი არის, უნდა წახვიდე და ეგ საფლავი ნახო, შარშან დაკრძალეს, სად არის საფლავი, ყველაფერი უნდა გაარკვიო, მოაგვარო, დადო, უნდა ვიცოდეთ. სადაც მიდიხარ და მოდიხარ, ის ადგილი არავის არ უნდა უთხრა, არავისთვის არ არის საჭირო თქმა. წეღან როგორც გითხარი, პირველ რიგში, იმ სოფელში ხარ წასასვლელი. საღამოს წახვალ და ტაქსს ნახავ, ტაქსში ჩაჯდები, სანამ იმ ადგილას არ ჩახვალ, არავის არ ეუბნები, რომ წითელწყაროში მიდიხარ. იმ ადგილს სანამ გაცდები, აქ საქმე მაქვსო, ეტყვი და იქ აუხვევ. რომ აუხვევ, სანამ ადგილზე მიხვალ, ჩამოდიხარ და იმ მანქანას უშვებ იქიდან. წითელწყარომდე რა ფასი უთხარი, მისცემ და გაუშვებ.

„შედი იქ, იმ ეზოში, ერთი წელია გასული, წეღან რა სახელიც გითხარი, გოგაშვილი, მაგის ადგილი ნახე, ეგ სად არის დაკრძალული. სად რა შეიძლება ყველაფერი მე არ უნდა გასწავლო, უკვე აღარ ხარ პატარა. იმ ადგილის მეტი, სხვა შანსი არ არის. იქ რომ მოვლენ, იქ უნდა გავანადგუროთ ეგენი, თუ ვინმე შეგხვდა და გითხრა, რას დადიხარ აქო, აქ ერთი ქისტი არის დაკრძალულიო ეტყვი. სანახავად მოვედი, მართალია თუ არა-თქო.“ – ისმის აუდიოჩანაწერებიდან, სადაც სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი საუბრობს.

სუსი-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში, მისი ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს სთხოვს, დააზუსტოს, ზუსტად რა ადგილას უნდა მივიდეს, რის შემდეგაც მაჩალიკაშვილი კიდევ ერთხელ უზუსტებს ადგილს.

„გარდა ჩვენ ორისა, არავის არ ადარდებს და არც დაინტერესდებიან, მე ვარ და შენ ხარ. მე და შენ სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე გვკიდია. არ გვჭირდება. იქ რომ ცხოვრობს თემირლანი, ეგ გვჭირდება მე და შენ. ჩვენ იქ, იმ ადგილას ვართ წასასვლელები. ამიტომ, სხვა დანარჩენი მოაშორე“ – ისმის აუდიოჩანაწერში.” წერს მანჩო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close