სამართალი და კრიმინალი

გირგვლიანის მკვლელების შეწყალებისთვის, მიხეილ სააკაშვილს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქართულმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს განაჩენი გამოუტანა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ე.წ. შეწყალების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული.
გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.
ეს არის პირველი განაჩენი, რომელიც მესამე პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close