პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრები პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

“გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, – აცხადებენ საქრთველოს მთავარ პროკურატურაში.

მთავარ პროკურატურაში ამ საქმეზე გამოძიება რამდენიმე თვის წინ, მარტში დაიწყო.

დიმიტრი ქუმსიშვილი 2015-2016 წლებში საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. 2016-2017 წლებში ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა და ამასთან შეინარჩუნა საქართველოს პირველი ვიცეპრემიერის თანამდებობაც. თუმცა 2017 წლიდან ქუმსიშვილმა ისევ ეკონომიკის სამინისტროში გადაინაცვლა და ის ამ თანამდებობიდან ქუმსიშვილი მას შემდეგ გადადგა, რაც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დატოვა პოსტი. მალევე ცნობილი გახდა, რომ ახალი პრემიერის მამუკა ბახტაძის დროებით სამთავრობო გუნდში მისი კანდიდატურა აღარ მოიაზრებოდა.

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს ზურაბ ალავიძეს, ის ამ თანამდებობაზე 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ალავიძემ თანამდებობა 2018 წლის 30 მარტს დატოვა, მის ადგილზე მაია ცქიტიშვილი დაინიშნა, რომლმაც თანამდებობა მამუკა ბახტაძის ახალ, მცირე მთავრობაშიც შეინარჩუნა. ამასთან, მაია ცქიტიშვილი 17 ივლისს ვიცეპრემიერად დაინიშნა.

წყარო: imedinews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close