სამართალი და კრიმინალი

გიორგი თევზაძე: რუსეთისთვის კადიევის გადაცემა იქნება საქართველოს სირცხვილი

   როგორც ცნობილია  დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი მიკაილ კადიევი აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და იგი  ქართველ ხალხს დახმარებას სთხოვს. რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა საქართველოდან მიკაილ კადიევის ექსტრადირებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ საქართველოს მთავარ პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ექსტრადირების საკითხის განხილვა მას შემდეგ მოხდება, რაც საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრო გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა კადიევს ლტოლვილის სტატუსი.

 აღნიშნულთან დაკავშირებით თავის პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ,  უფლებადამცველს, ადამიანის უფლებებისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი თევზაძეს.

 გიორგი თევზაძე:

,,თუ საქართველო ოკუპანტი რუსეთის მხარეს დაღესტნის უფლებადამცველ მიკაილ კადიროვს გადასცემს, რბილად, რომ ვთქვათ,  ეს იქნება  საქართველოს სირცხვილი, რითაც, ფაქტიურად მას  წამებისათვისა და არაადამიანური მოპყრობისათვის გასწირავს რუსეთიდან  დევნილ ადამიანს, რაც საერთაშორისო ნორმების  დარღვევა იქნება.  მოუწოდებ  საერთაშორისო ორგანიზაციებს, აღნიშნულ საქმეზე განახორციელონ შესაბამისი მონიტორინგი. მითუმეტეს, როგორც ცნობილია, კადიროვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცესზე, საქმის წარმოების დაწყებიდან დასრულებამდე სამინისტროს საქმიანობაზე მონიტორინგს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატიც ახორციელებს. მთავარია, აღნიშნულ საკითხზე არ მოხდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რაც საზოგადოებაში კითხვებს გააჩენს”.

   საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა საქართველოდან მიკაილ კადიევის ექსტრადირებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ საქართველოს მთავარ პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ექსტრადირების საკითხის განხილვა მას შემდეგ მოხდება, რაც საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრო გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა კადიევს ლტოლვილის სტატუსი.  ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთმა კადიევის ექსტრადირება უკვე მეორედ მოითხოვა. 2013 წლის ივნისში, როცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა კადიევი დააკავეს, მოსკოვის ინტერპოლმა მაშინვე მისწერა თბილისის ინტერპოლს, რომ რუსეთის შესაბამისი უწყებები გამოთქვამდნენ მზადყოფნას კადიევის ექსტრადირებისთვის. მოსკოვის პროკურატურა კადიევს მკვლელობაში ადანაშაულებს. კადიევი დანაშაულში მონაწილეობის ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, დაღესტნიდან (რუსეთის ფედერაცია) ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი საქართველოში იმიტომ გადმოვიდა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურები მას რელიგიური მრწამსის და სამოქალაქო აქტიურობის გამო დევნიდნენ. კადიევის ამ განცხადებას დაღესტანში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ადასტურებენ.  კადიევი და მასთან ერთად მყოფი მისივე ახლობელი რიზვან ომაროვი თბილისში, სპეცოპერაციის შედეგად 2013 წლის 13 ივნისს დააკავეს. შს სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომ მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა“. სინამდვილეში, პროკურატურამ კადიევს და ომაროვს ბრალად იარაღის უკანონო შეძენა – შენახვა წარუდგინა.   კადიევი და ომაროვი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს.

ხოლო რამდენიმე დღის წინ  მედიით ასევე გავრცელდა დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი მიკაილ კადიევის მიმართვა რომელიც აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კადიევი ქართველ ხალხს მიმართავს და დახმარებას სთხოვს:
– მე დავკარგე იმედი, მივმართე ყველა სტრუქტურას თუმცა, უშედეგოდ. აღარ ვენდობი ამ ხელისუფლებას, ამიტომ მივმართავ ქართველ ხალხს. მე უნდა დამაკავონ რუსეთში ექსტრადიციის მიზნით. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. რადგან მომექცევიან ისე, როგორც ჩემს მეგობარს მოექცნენ. Youtube-ზე შეგიძლიათ ნახოთ მაგომედოვის დაკავების კადრები, სადაც ჩანს როგორ ესვრიან “ფეესბეს”ნიღბიანი აგენტები მეჩეთთან. ის ჩემს საქმეზე დააკავეს და ამის შესახებ მე სასამართლოშიც განვაცხადე, მაგრამ დევნილთა სამინისტრო მეუბნება, რომ მას სხვა საქმეზე აკავებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პროკურატურა პირდაპირ ამბობს, რომ მაგომედოვს ჩემს საქმეზე იჭერდნენ. მე მაქვს ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ უდანაშაულო ვარ. თუ დამაკავებენ, რუსულ ციხეში მე სიკვდილი მელოდება, ამიტომ, ვთხოვ ქართველ ხალხს დახმარებას, რომ რამენაირად მოახდინონ გავლენა მდგომარეობაზე, – აცხადებს კადიევი.
 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close