საზოგადოება

გიორგი თევზაძე: მისი მანქანა გაატარეს, ავტობუსს კი ცეცხლი გაუხსნეს…

 უფლებადამცველი გიორგი თევზაძე 1992 წლის 6 იანვარის  სახელმწიფო გადატრიალების ფაქტს იხსენებს და აცხადებს, რომ დამნაშავენი დღემდე დაუსჯელები არიან. 

გიორგი თევზაძე:

_ 26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1992 წლის 6 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია რუსეთის ხელშეწყობით, პუჩისტებმა აიძულეს, უზენაესი საბჭოს შენობა დაეტოვებინა და დევნილობაში წასულიყო. იმ დღიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მის სუვერენიტეტს შეექმნა საფრთხე და შეწყდა კანონიერი ხელისუფლების ლეგიტიმაცია.

ცნობილია, რომ როდესაც ყოფილი პრეზიდენტის კოლონა მეტეხის ხიდზე გადადიოდა, გამთენიისას, საქართველოში მოთარეშე უკანონო ბანდფორმირებებმა გამსახურდიას მანქანა გაატარეს, ავტობუსს კი ცეცხლი გაუხსნეს. 1992 წლის 7 იანვარს, შეიარაღებული ოპოზიცია უზენაესი საბჭოს შენობაში შევიდა და გამსახურდიაზე „გამარჯვება იზეიმა“. ამ დღეს დამთავრდა ყველაზე სამარცხვინო პუჩი საქართველოს ისტორიაში. შემდგომ პუჩისტები, მას გამარჯვებად და საქართველოს „გათავისუფლებად“ აფასებდნენ. მას შემდეგ 26 წელი გავიდა, მაგრამ დღემდე, მთავარი დამნაშავე პირები, რომლებიც  სათავეში ედგნენ პუჩს, დაუსჯელი არიან…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close