საზოგადოება

გიორგი თევზაძე: მივმართავ ხელისუფლებას, პარლამენტის წევრებს, დაინტერესდნენ ომის ვეტერანთა პრობლემებით

    ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ომბუდსმენი, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა „გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალთან ვეტერანების დაწყებულ შიმშილობის აქციას, რომელიც უკვე მერამდენე დღეა გრძელდება. ვეტერანები საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს სთხოვენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის სიცოცხლის ბოლომდე 500 ლარიანი პენსიის დანიშვნას. ვეტერანები ასევე მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს, დროულად მიიღოს ომის ვეტერანთა შესახებ კანონი. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ისინი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.“ საქართველოს ვეტერანთა ომბუსდმენის, გიორგი თევზაძის განცხადებით, იგი სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილე ვეტერანებს და მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების გათვალისწინება ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოსგან მნიშვნელოვნად მიაჩნია. მისი განცხადებით, სამშობლოსათვის მებრძოლი და თავგანწირული მამულიშვილები სახელმწიფოსაგან და საზოგადოებისაგან ყურადღებას და გაფრთხილებას იმსახურებენ,მაგრამ,  სამწუხაროდ, იძულებულნი არიან, მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას _ შიმშილობას და მოითხოვონ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, რადგან ვეტერანები ყველა ხელისუფლებისაგან გრძნობენ უყურადღებობას. ამასთანავე, სახელმწიფოს, ფაქტობრივად, არ აქვს თანმიმდევრული პოლიტიკა ვეტერანების მიმართ და რატომღაც, ხელისუფლებას ვეტერანები მხოლოდ ცხრა მაისს ახსენდებათ. სამწუხაროდ, ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან საქართველოს პარლამენტში წლეების წინ და 2012 წლის შემდეგად შეტანილი შეტანილი იყო რამდენიმე კანონპროექტი“ კანონი ვეტერანთა შესახებ“, რომელმაც რატომღაც დღის სინათლე ვერ ნახა. ასევე, ომის ვეტერანები თუ რა სოციალურ და ეკონომიურ სიდუხჭირეს განიცდიან ეს თავად ვეტერანებზე უკეთ არავინ იცის.

 ,,მივმართავ ხელისუფლებას და პარლამენტის წევრებს, დაინტერესდნენ ომის ვეტერანების მიმართ არსებული პრობლემებით და მათ მიერ წამოჭრილი საკითხებით, რადგანაც ყველაფერთან ერთად, ვეტერანები მათი ამომჩევლებიც არიან” –  აღნიშნულია საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ომბუდსმენმა, უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ გავრცელებულ განცხადებაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close