საზოგადოება

გიორგი თევზაძე: ეს გამოფენა დიპლომატიური სკანდალის მიზეზი გახდება…

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ხელისუფლებას მიმართავს, დაინტერესდეს სომხური ეთნიკური ჯგუფის მიერ თბილისში გამართული ღონისძიებით, რომელზეც აზერბაიჯანის საელჩო საქართველოს ხელისუფლებისაგან განმარტებებს ითხოვს. თბილისში, სომხურ “ცენტრ” “აიარტუნში,” მიმდინარეობს გამოფენა, სადაც ყარაბაღელი მხატვრების ნამუშევრებია გამოფენილი, შესაძლოა, დიპლომატიური სკანდალის მიზეზი გახდეს. აზერბაიჯანული მედია ამ ფაქტს “პროვოკაციული ხასიათის ანტიაზერბაიჯანულ ღონისძიებად” აფასებს. რასაც საქართველოს მედიაც ეხმაურება.

(http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=41815)

უფლებადამცველის განცხადებაში აღნიშნულია:

„მედია–საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიასთან არსებულ ცენტრ “აიარტუნში”, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით “აღორძინება”, სადაც წარმოდგენილია დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკაში მოღვაწე ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები. გამოფენა 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. მისი ორგანიზატორები არიან სომხეთის დიასპორის სამინისტრო, სომხური ფონდი “ტეკიანის ცენტრი” და ყარაბაღში მოქმედი ორგანიზაცია “ქალაქ შუშის მუზეუმი”. გამოფენის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ თბილისში მყოფი სომეხი ეროვნების სასულიერო პირები, საქართველოში სომხეთის საელჩოსა და სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები. გახსნას ესწრებოდა ერთ-ერთი ყარაბაღელი მხატვარიც, რომლის ნამუშევრებიც გამოფენაზეა წარმოდგენილი.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული გამოფენა კერძო ინიციატივაა და მასში საქართველოს სამთავრობო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

მიუხედავად ოფიციალური უწყებების ნეიტრალური პოზიციისა, აღნიშნული და მსგავსი სახის ღონისძიებები მებისმიერი მეზობელი სახელმწოფოს მხრიდან სათანადო შესწავლის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს, რადგან გავრცელებული ინფორმაცია, მაღალი ალბათობით, პროვოკაციული ხასიათისაა, რომელიც შესაძლებელია მიზანად ისახავდეს საქართველოს ჩათრევას რეგიონულ კონფლიქტში. ამასთანავე, საქართველოსათვის მნიშვნელოვანია საქართველოს პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოს აზერბაიჯანის ინტერესების პატივისცემა.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს კომპეტენტური  სახელმწიფო ორგანოები დაინტერესდებიან გავრცელებული ინფორმაციით და განახორციელებენ სათანადო მოქმედებებს, რათა  აღკვეთილი იქნას მსგავსი სახის პროვოკაციული აქტიობები და თავიდანვე განხორციელდეს სათანადო რეაგირება, რაც შედის რეგონული უსაფრთხოების და კეთილმეზობლური ურთიეთობების შენარჩუნების ინტერესებში“.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close