საზოგადოება

გიორგი თევზაძე: ემირ კუსტურიცას საქართველოში შემოსვლა შეურაცხყოფად აღიქმება

  უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას სერბი მუსიკოსისა და რეჟისორის შესაძლო საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით:

„ ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ოკუპანტი რუსეთის მიწვევით, ცხინვალში იმყოფებოდა სერბი მუსიკოსი და რეჟისორი ემირ კუსტურიცა, რომელიც კრემლის იდეოლოგიის გამტარებლად არის ცნობილი. მან დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, რაც მისი მხრიდან საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობაზე მიანიშნებს.

როგორც მედიით გახდა ცნობილი, ემირ კუსტურიცა გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას შპს „არტი მედიას“ მოწვევით. მათი განმარტებით, სტუდენტებს სურვილი აქვთ, მოუსმინონ მის ლექციებს. მიგვაჩნია, რომ ემირ კუსტურიცას საქართველოში შემოსვლის უფლების მიცემა არის იმ გმირი ადამიანების შეურაცხყოფა, რომლებიც იბრძოდნენ უთანასწორო ბრძოლაში რუს ოკუპანტთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. ამასთანავე, ემირ კუსტურიცას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, ხოლო ქმედების ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი არგუმენტი არ არის. მთავარია, წარმოჩნდეს ხელისუფლების და ხალხის ერთიანი პოზიცია კრემლის იდეოლოგიის ისეთი მხარდამჭერისადმი, რომელიც რუსეთ -საქართველოს ომის შემდგომ, რუსეთის დავალებით ესტუმრა ოკუპირებულ რეგიონს. იმედია, საქართველოს ხელისუფლება და სამართალდამცველი სტრუქტურა თავის სიმაღლეზე აღმოჩნდება”- აღნიშნულია გიორგი თევზაძის განცხადებაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close