საზოგადოება

გიორგი თევზაძე: ბაგა-ბაღებში საფასურის შემოღება გამოუსწორებელი შეცდომა იქნება

უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გიორგი თევზაძე გიორგი კვირიკაშვილს და კახი კალაძეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს ბავშთა უფლებებისა და ქვეყანაში მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესებაზე.

გიორგი თევზაძე:

_ თუ რეალურად შევაფასებთ ქვეყანაში არსებული ეკონომიურ მდგომარეობას, დავინახავთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს მძიმე ეკონომიური და სოციალური სიდუხჭირის პირობებში.  ამ რეალობის გათვალისწინებით, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, მსჯელობაც კი ბაგა-ბაღებში საფასურის დაწესებაზე, არის მიუღებელი. თუ ასეთი რამ მოხდება, ეს იქნება ექნება გამოუსწორებელი შეცდომა, რაც კიდევ უფრო გააუარესებს მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფი ოჯახების მდგომარეობას.

ფაქტია, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევარია, ამასთანავე, რეგულარულად მატულობს კომუნალური გადასახადები. ოჯახების სოლიდური ნაწილი ვერ იღებს სახელმწიფო შემწეობებს, რადგანაც არ არიან დარეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველთა ბაზაში. ასეთი ოჯახებიც ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი მცირეწლოვანი ბავშვების შესაბამის კალორიულ კვებას, რაც აუცილებელია მათი ჯამრთელობისა და განვითარებისათვის.  ასეთი ოჯახები ვეღარ შეძლებენ ბაგა-ბაღებში საფასურის დაწესების შემთხვევაში მის გადახდას და იძულებული გახდებიან, ბავშვები გამოიყვანონ ბაგა-ბაღიდან, ხოლო ის ოჯახები, რომლებსაც აქვს კომერციული საქმიანობიდან შესაბამისი შემოსავალი, ანდა დასაქმებულნი არიან კერძო სექტორში თუ სახელმწიფო ორგანიზაციებში, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ისედაც სარგებლობს კერძო ფასიანი ბაგა-ბაღების მომსახურეობით.

გამოდის, რომ ასეთი სახის გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად დააწვება ისედაც სოციალურ სიდუხჭირეში მყოფ ოჯახებს. ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ბავშვის უფლებებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგანაც ბავშვები ჩვენი მომავალი თაობაა და ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის ბავშვებს. ამასთანავე, თითეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა, ვიზრუნოთ ბავშვების სოციალურ პირობების გაუმჯობესებასა და მათ ჯამრთელობაზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close