სამართალი და კრიმინალი

,,გივი თარგამაძის აფეთქების საქმეში, ტროტილს ვინც ინახავდა, პირობითით გამოუშვეს”

,,გივი თარგამაძის აფეთქების საქმეში, ტროტილს ვინც ინახავდა – პირობითით გამოუშვეს.

ბუკა პეტრიაშვილის დაჭრის საქმეზე შემსრულებელი რომ დაიჭირეს, ერთი წლის თავზე გამოუშვეს ისე, რომ არც დამკვეთი და არც სხვა შემსრულებლები არ დაუსახელებია.

გიორგანაშვილი თავის თავს აზიანებდა – სხვას არავის, ტროტილს კი არ ინახავდა, სუბუტექსი ედო (0,3726 გრამი) – 8 წელი ციხეში უნდა იჯდეს” _ აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ გამოიტანა.

გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის გაზაფხულზე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (0,3726 გრამი) ბუპრენორფინის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მსახობს, თავდაპირველად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, 2017 წლის ივლისში მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა 20 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. “ბახალა” სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი მტკიცებით, ნარკოტიკი პოლიციელებმა დასჯის მიზნით “ჩაუდეს”. მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაც გაიმართა.

დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება თბილისის პროკურატურამ მსახიობის საჯარო განცხადების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-2 მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო.

“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გ.გ.-ს საჯარო განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ შს სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ პროკურატურაში.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ გამოძიება ნარკოტიკის შესაძლო ჩადების ფაქტზე დაიწყო. თავად გიორგანაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიება მის საქმეში არსებულ დარღვევებზე მიმდინარეობს.

“პროკურატურიდან დამირეკეს, საგამოძიებო ნაწილმა და ასეთი რაღაც მითხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია იმ ადამიანების მიმართ, ვინც უშუალოდ მონაწილეობას იღებდა ჩემს საქმეში, იმ დარღვევებზე. როგორც ამბობენ, სახალხო დამცველის აპარატის მითითებით ხდება ეს ყველაფერი”, – განაცხადა მსახიობმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close