კატეგორიის გარეშე

,,გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ფონდის ხელმძღვანელების შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან

2019 წლის 10 მაისს, “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”სახელმწიფოსკენ ფონდის გამგეობის თავმჯდომარე კობა კობალაძე, გენერალური დირექტორი ლუარა ნიჟარაძე, და გელათის აკადემიის წევრი, პოლიტიკოსი  თეიმურაზ შაშიაშვილი   თანამშრომლობის მიზნით მიწვეული იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრა შედგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, განათლებისა და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან,საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,პროფესორ ბ.ნ ზურაბ ხონელიძესთან.

სტუმრები დასაწყისშივე  მოიხიბლენ უნივერსიტეტის შიდა ინტერიერით, რომელიც ერთ დროს გაპარტახებული და მიტოვებული იყო. ამ უნივერსიტეტს გაუქმება ელოდა და ცდილობდნენ შეერთებინათ ზუგდიდის ილია ვეკუას სასწავლებელთან.  უნივერსიტეტის რექტორის, ზურაბ ხონელიძის დიდი გულისხმიერებით აიდგა ფეხი სოხუმის უნივერსიტეტმა და გახდა ერთერთი საუკეთესო , სადაც სტუდენტებს სწავლისა და განათლებისათვის სრულფასოვანი ყველა პირობა აქვთ შექმნილი.

ამ უნივერსიტეტმა დაკარგული ნდობა აღიდგინა და ის დღეს ერთერთია, სადაც არ არის დაპირისპირება თაობათა და მეცნიერთა შორის. დღეს უნივერსიტეტი თავისუფალია თავისი სრულუფლებიანი საუნივერსიტეტო დიპლომატიის მოქმედების ფარგლებში,თავისუფალი გადაწყვეტილებების არსი არის ის დადებითი შედეგი რაც დღეს სოხუმის უნივერსიტეტს გააჩნია. მაღალი აკადემიური ხარისხით დღეს უნივერსიტეტი აღიარებულია, ერთ-ერთი ინიციატორია საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ფორმის ჩამოყალიბების-საუნივერსიტეტო დიპლომატია.

“განათლების უმაღლესი საფეხური არის მეცნიერება,ევროპაში აღიარებულია სამეცნიერო დიპლომატია.უნივერსიტეტების დაყოფით დაიწყო საქართველოს დაყოფა.ჩვენ გვაქვს კონტაქტი აფხაზეთის უნივერსიტეტთან და ეს საუნივერსიტეტო ურთიერთობა უნდა ვაქციოთ ხიდად ქვეყნის გაერთიანების.აფხაზეთი აღმოჩნდა ორი პრობლემის წინაშე.მოსკოვი და თბილისი,რითაც უკმაყოფილო იყო აფხაზეთი . ამ ორი პრობლემიდან უკეთესი არჩევანი მათთვის იყო მოსკოვი,რადგან ჩვენ დავუშვით იმ სივრცის დაპატარავება ,რაც ეკავა აფხაზს ქართველის გვერდით.დღეს სამარდება ქართული სახელმწიფო და ჩვენ მესაფლავეებად ვიქცევით, თუ დროზე არ ვიმოქმედეთ. ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი მოხდეს სრულფასოვანი ქართული სახელმწიფოს ფორმირება აფხაზეთთან. ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.”-აღნიშნა საუბრისას ბ.ნმა ზურაბ ხონელიძემ.

შეხვედრის შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა პოლიტიკოსმა , გელათის აკადემიის აკადემიკოსმა თეიმურაზ შაშიაშვილმა, რომელმაც უნივერსიტეტს გადასცა მეცნიერთა ჯგუფის მიერ შემუშავებული პროგრამები:”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, “ახალი განზომილება” ,შედგა შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის და სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში უშუალოდ ბატონი ზურაბ ხონელიძის მონაწილეობის მიღების შესახებ.

პროექტ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”

მხარდამჭერი ფონდის პრესსამსახური

10.05 .2019 წ. თბილისი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close