საზოგადოება

გახარიამ აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა

გიორგი გახარია აქციის მონაწილეებთან მივიდა. შს მინისტრმა მათ ბოდიში მოუხადა. ამასთან მან საპასუხო ბოდიშისკენ მოუწოდა.

„თუმცა, მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა. ასევე, მინდა გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, რომლებმაც მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ თქვენს უსაფრთხოებას, ასევე მათაც უთხრათ თქვენ ბოდიში“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიამ პირობა დადო, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართილებით კონკრეტილ შედეგებს მიაღწევენ. ამასთან, შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ პოლიციას დაემორჩილონ.

“თითოეული ქართველის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არ აქვს არანაირი მნიშვნელობა მის ორიენტაციას, რელიგიურ მრწამსს თუ ასაკს”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მანამდე შს მინისტრმა აქციის ორგანიზატორებთან შეხვეხდრა გამართა.

პარლამენტთან ორი აქცია მიმდინარეობს. ერთის ორგანიზატორი თეთრი ხმაურის მოძრაობაა, რომელიც ღამის კლუბებში სპეცოპერაციას აპროტესტებს. მეორე მხარეს კი თხმ-ის კონტრაქცია იმართება, რომელთა მხარდამჭერებიც მოძრაობის წევრების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით იმუქრებიან, თუ ტერიტორიას არ დატოვებენ.

11 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაცია პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტეს. დღეს აქციის მეორე დღეა.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

imedinews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close