საზოგადოება

,,გამოქვეყნდეს, ვინ იღებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ”

თემურ მურვანიძე, მთავარი სპეციალისტი საქართველოს პარლამენტში:

_ როგორც ამ ქვეყნის ერთმა მოქალაქემ, მინდა მივმართო შესაბამის სტრუქტურებს, არ ვიცი, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება თუ სამხედრო დაზვერვა:
1. თუ ამ წლების განმალობაში მიდიოდა მუშაობა ყველა იმ ადამიანის ვინაობის დასდგენად, ვინც პირადად იღებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მათი მონაწილეობის რაობის შეახებ, იქნებ გაკეთდეს ოფიციალური განცხადება რომ ასეთი პირების გარკვეული რაოდენობა უკვე დადგენილია და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება…
2. თუ ასეთი ტიპის ინფორმაციის მოპოვება ჯერ არ ხდება, მე, როგორც ერთ მოქალაქეს მინდა რომ ჩემმა ქვეყანამ იცოდეს იმ ადამიანების შესახებ, ვინც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით ებრძოდა ან ეხლაც ებრძვის ქართულ ხელმწიფოს, ქართველ ხალხს.
3. ვთხოვ ყველას, ვინც გაეცნობა ჩემს ამ მიმართვას და დაეთანხმება, გაავრცელოს და გამოხატოს საკუთარი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
4. ჟურნალისტებს, სააგენტოებს, ვისთვისაც საინტერესო იქნება ეს საკითხი მაქვს თხოვნა – ერთად მივაწვდინოთ ხმა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რათა რაც შეიძლება მეტ მოქალაქემდე მიაღწიოს ამ გზავნილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close