საზოგადოება

,,გააჩინეთ ანგელოზები და გააშვილეთ, ამაზე კარგს ცხოვრებაში ვერ გააკეთებთ ვერაფერს”

სამების საკათედრო ტაძარში დედამ ჩვილი ბავშვი, დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა და წავიდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი წერს.
“დაახლოებით ერთი საათის წინ, ტაძარში დედამ ჩვილი ბავშვი, დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა და წავიდა. რომელიც მესანთლემ იპოვა მტირალი, 112-ში დარეკვის შემდეგ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანეს პატარა ანგელოზი და იმედია, დადგინდება რა მოხდა”, – წერს არქიმანდრიტი.

რამდენიმე წუთის წინ არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ასევე სოციალურ ქსელში დაწერა:

,,გაარკვიეს. მშობელს ფსიქიური პრობლემა ქონია და ნათესავები მიხედავენ ბავშვს.”

ცოტა მოგვიანებით კი მის გვერდზე, ამ ფაქტთან დაკავშირებით ქვეყნდება ახალი პოსტი:

,,ასობით ადამიანი წერს, რომ სიამოვნებით აიყვანდნენ პატარას შვილად, ათასობით ადამიანი ოცნებობს პატარა ანგელოზზე და ამ დროს, ათასობით დედა საკუთარი გადაწყვეტილებით კლავს შვილს აბორტით. გააჩინეთ ანგელოზები და გააშვილეთ,  ამაზე კარგს ცხოვრებაში ვერ გააკეთებთ ვერაფერს”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close