ჯანდაცვა

საჭიროა თუ არა ექიმების რესერთიფიცირება?

,,ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს ექიმების (რე)სერტიფიცირების აუცილებლობას, თუმცა, არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს რამენაირი ტესტები და/ან ფორმალური გამოცდები. ეს ეტაპი უკვე ბევრჯერ და წარუმატებლად არის გავლილი. მარტივად რომ ვთქვათ, ექიმის კვალიფიკაცია შედგება 2 კომპონენტისგან:

1) თეორიული ცოდნა, ანუ რამდენად ფლობს და ეცნობა ექიმი ახალ ლიტერატურას, სიახლეებს საკუთარ სფეროში, რამდენად ფლობს ინფორმაციას დიაგნოსტიკის და მკურნალობის ეფექტურ მეთოდებზე და ა.შ.

2) მეორე კომპონენტი, ეს არის პრაქტიკული გამოცდილება, ანუ რამდენ პაციენტს ატარებს ყოველწლიურად, მაგალითად.
ამ ორივე კომპონენტის შეფასება შეიძლება ძალიან მარტივად:
პირველი კომპონენტის შემოწმება შეიძლება ელემენტარული სავალდებულო ყოველწლიური კრედიტ ქულების დაწესებით და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება მათი დაგროვება ტრენინგებზე, გადამზადების კურსებზე, კონფერენცია-სემინარებზე დასწრებით და ა.შ.

მეორე კომპონენტზეც, ისევე, როგორც ეს კლინიკებზეა, შესაძლებელია გატარებულ პაციენტებზე მინიმალური რაოდენობრივი ზღვარის დაწესებით. მაგალითად, შეიძლება ძალიან ბევრს კითხულობს ექიმი, სემინარებსაც ესწრება, ტრენინგებსაც და ა.შ., მაგრამ წელიწადში 10 პაციენტს თუ იღებს, შესაბამისად, რაც არ უნდა კარგი თეორიული ცოდნა ქონდეს ამ ექიმს, ის ვერ იქნება კარგი პრაქტიკოსი.

და პირიქით, შეიძლება კონვეირულად ასობით და ათასობით პაციენტს იღებდეს და აზრზე არ იყოს თანამდეროვე მკურნალობის თუ დიაგნოსტიკის მიღწევებზე და წინსვლებზე. ვფიქრობ, რომ ამ 2 კომპონენტის კომბინაცია უნდა იყოს სერტიფიცირების გავლის მაჩვენებელი და არა რამე ახალი ბიუროკრატული მექანიზმი საგამოცდო კომისიების, ტესტების და ა.შ. შექმნით.

ნუ, არის კიდევ ერთი გზა, სამედიცინო ასოციაციებზე ამის გადაბარება, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქვეყანაშია, მაგრამ მსგავსი კომპეტენციის და აღიარებული ასოციაციები ჩვენ ჯერ არ გვყავს. ეს უფრო შორს პერსპექტივაში, ალბათ”_ აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close