ჯანდაცვა

,,100 საავადმყოფო”-ს პროექტთან დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი დღემდე არ დაწყებულა

 

  სკანდალი!

მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, მისი მეუღლე, ამჟამად უკვე ყოფილი პირველი ლედი _ სანდრა რულოვსი, ყველაზე მკვეთრად სწორედ ჯანდაცვის სფეროში გამოჩნდა და საქმე ისე მოაწყო, როგორც ამბობდნენ, მის გარეშე ამ სფეროში არაფერი ,,კეთდებოდა”. ჩვენი რესპონდენტი ჯანდაცვის სისტემაში, მაღალ თანამდებობაზე, სწორედ იმ წლებში მოღვაწობდა.

სანდრას ინტერესები ჯანდაცვაში
სანდრას ინტერესები ჯანდაცვაში

გიორგი:

_ სანდრა გახდა თუ არა პირველი ლედი, სასწრაფოდ დაამთავრა საექთნო სასწავლებელი და ჯანდაცვის სფეროში ჩაერთო. როგორც ვიცით, სხვა ქვეყნის პირველი ლედებიც არიან ჩართულნი საქველმოქმედო მოძრაობებში, მაგრამ ჩვენთან რაც ხდებოდა, ეს არ იყო ქველმოქმედება, კეთილი საქმე და ხალხზე ზრუნვა. ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე თავიდანვე ჯანდაცვის მინისტრის გვერდით ჩნდებოდა და შეიძლება ითქვას, ეს არაპროფესიონალი ადამიანი საკმაოდ ზედმეტად ერეოდა იმ დარგის მუშაობაში. როდესაც არაპროფესიონალი ლიდერობს, მისი დარწმუნება ნებისმიერ ცუდ საქმეში უფრო ადვილია, ვიდრე პროფესიონალის. სანდრას მფარველობით ჯანდაცვაში მართლაც ბევრი ავანტიურისტული საქმე გაკეთდა. ამის მეორე მიზეზი ის არის, რომ პირველ ლედიზე ხმამაღალ საუბარს საზოგადოება ერიდებოდა და ისინიც ამით კარგად სარგებლობდნენ. ფოტოებშიც კი, სანდრა ყოველთვის გვერდით ედგა ჯანდაცვის მინისტრებს, რაც გარკვეული გაფრთხილებაც იყო, _ მე ვმფარველობ და სფეროს ახლოს არ გაეკაროთო!

პირველი ლედი თავდაპირველად ლადო ჭიპაშვილს მფარველობდა. ლადოს მოხსნაზე საუბარი რომ იწყებოდა, მაშინვე ტელევიზიით გამოვიდოდა სანდრა, ლადო გვერდით ეჯდა და ერთმანეთს აქებდნენ. ან სასწრაფოდ გვაჩვენებდნენ, რომ რომელიღაც რაიონში იყვნენ ერთად და სამედიცინო დაწესებულებებში დადიოდნენ. უკვე ყველასთვის ნათელი ხდებოდა, რომ რადგან სანდრას მოსწონდა, ლადოს ხელი არ უნდა დასდებოდა, მაგრამ ბოლოს ჭიპაშვილმა სულ აიწყვიტა და აქაურობის გარიდება გახდა საჭირო. სწორედ სანდრას დამსახურება იყო, ეს ადამიანი დაჭერის ნაცვლად, ელჩად რომ გადაიყვანეს და საქართველოს გაარიდეს. ასე მოხდა სანდრო კვიტაშვილის შემთხვევაშიც _ პირველი ლედი მასთან უფრო ახლობლობდა, ვიდრე ჭიპაშვილთან. მისი მინისტრობის პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროში ბევრ სხდომასა და შეკრებას სანდრა უკვე პირდაპირ ხელმძღვანელობდა. ჭორები არ მიყვარს, მაგრამ სანდრასა და კვიტაშვილის ურთიერთობებზე ჯანდაცვაში უკვე ხუმრობდნენ კიდეც.

ჯანდაცვის ნგრევის პროცესი ჭიპაშვილმა კი დაიწყო, მაგრამ კვიტაშვილმა მოუთავა ხელი და რომ არა სანდრა, ამის გამო ისიც ციხეში უნდა ყოფილიყო გამომწყვდეული. პირველი ლედის დამსახურებით გააცილეს ეს კაცი ჯანდაცვას და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად დასვეს.
_ ახლა არ მითხრათ ანდრია ურუშაძესაც მფარველობდაო..

_ დიახ, ანდრია ურუშაძესაც მფარველობდა (იცინის), თუმცა ეს ჯანდაცვის პოლიტიკის მართვა და `თაფლში თითის ლოკვა” უფრო იყო. სანდრა რასაც უბრძანებდა თავის ქვეშევრდომ მინისტრებს, ისინიც იმას აკეთებდნენ. მთავარი იყო პირველ ლედისთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ და რაც უნდოდათ ის ჩაედინათ, მათ უბატონოდ ხელს ვერავინ ახლებდათ. ნაცოინალები დღეს ვენებს იჭრიან, ჩვენ ევროპისკენ ვიყურებოდით და ვიყურებითო, მაგრამ წარმოუდგენელია, რომელიმე ევროპული ქვეყნის პირველ ლედის ისეთი მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებთან, როგორიც სანდრას ჰქონდა ჯანდაცვის მინისტრებთან. ეს ყველაფერი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ რომ არ იყო გამიზნული. ერთ ამბავს მოგიყვებით:

10744809_718019294944893_1997960530_n
ბავშვთა დღის ცენტრ “გაზაფხულში” მკურნალობდნენ და რეაბილიტაციის კურსს გადიოდნენ შეჭირვებული ოჯახების მენჯ-ბარძაყის თანდაყოლილი დეფექტის მქონე ავადმყოფი ბავშვები. ამიერკავკასიაში ეს იყო ერთ-ერთი ცნობილი ცენტრი და ამას უცხოელებიც აღნიშნავდნენ, მაგრამ, როგორც ვიცი, სანდრას ის ტერიტორია მოეწონა სათავისოდ, სადაც ეს ცენტრი იდგა და დაიწყო ბრძოლა, რათა დაწესებულების მედპერსონალი და ბავშვები ცენტრიდან გაეყვანა. ეს დაწესებულება იყო დიღომში, რომლის პირდაპირაც სანდრა გუმბათებიან რეზიდენციას იშენებდა. დღის ცენტრი “გაზაფხული” მტკვრის მეორე სანაპიროზეა და სანდრას თურმე იქ ბაღების გაშენება ჰქონდა ჩაფიქრებული. ალბათ განახორციელებდა კიდევაც ამ “პროექტს”, სააკაშვილსა და ნაცონალებს ხელისუფლებაში ყოფნა კიდევ რომ დაცლოდათ.

რეზიდენციიდან ამ ბაღებს, თურმე, ხიდით დააკავშირებდა. ამ ცენტრში თავად სანდრა და მინისტრი ურუშაძე იყვნენ მისულები და მედპერსონალს კომპენსაციას შეჰპირდნენ, მაგრამ ისინი არ დასთანხმდნენ. მერე მედპერსონალს ურუშაძის მოადგილეები “ამუშავებენ” და ახლა ისინი დადიოდნენ ყოველდღე მათთან. ავადმყოფი ბავშვების მშობლებს უკრძალავდნენ, მათი შვილების რენტგენის ფოტოები თუ დიაგნოზები ვინმესთვის ეჩვენებინათ, რადგან წინასწარ იცოდნენ, მათი მკურნალობის შეფერხება და სახლის პირობებზე გადაყვანა შეიძლება ფატალური შედეგით დასრულებულიყო. რაც მოხდება, იმაზე პასუხისმგებლობის მოხსნაც წინასწარ უნდოდათ. იმ პერიოდში რუსთავი_2-ზე ვრცელი გადაცემა გავიდა: დრომოჭმული მეთოდებით მკურნალობენ ამ ცენტრში ავადმყოფ ბავშვებს და უნდა შეგრცხვეთო?! რამდენიმე ექიმსაც ათქმევინეს, რომ მეთოდები, რომლითაც ცენტრში მკურნალობდნენ, არ იყო თანამედროვე. იმის ნაცვლად, რომ `ქველმოქმედი” პირველი ლედი ამ ავადმყოფ ბავშვებს დახმარებოდა, ყველანაირი მეთოდით შეეცადა მათთვის ეს დახმარება წაერთმია.

10755020_718018774944945_594072832_n
ერთხელ ექსპრეზიდენტმა ასეთი რამ განაცხადა, ჩემი ცოლი, დამწვრობის ცენტრში, კვირაში ერთხელ თუ ორჯერ მორიგეობსო. სხვათა შორის, სანდრას იქ შესვლის შემდეგ აირია ეს საავადმყოფო, რაც იმით დასრულდა, რომ კუკიაზე, კუთვნილი შენობა წაართვეს და რეფერალური საავადმყოფოს ერთ სართულზე, დაბალჭერიან ოთახებში შეხიზნეს., დღემდე ეს მეტად მნიშვნელოვანი დაწესებულება ასეთ ჯურღმულში იმყოფება, რაც არაფრით არ შეიძლება, თუმცა ამას ახლაც არავინ უყურებს. ვერ გეტყვით ამ საავადმყოფოს გასხვისებაში რა ინტერესები ჰქონდა სანდრას, მაგრამ ძალაუფლებას ბოროტად რომ იყენებდნენ, ფაქტია.

ღუდუშაურის საავადმყოფოც იმ პერიოდში ნაციონალური მოძრაობის ციტადელად იქცა, რადგან პირველი ლედი იქ მთავარი ექთანი გახლდათ.
   _ სულ ეს იყო სანდრას `როლი~ ქართულ ჯანდაცვაში?

სანდრას ინტერესები ჯანდაცვაში
სანდრას ინტერესები ჯანდაცვაში

_ ეს თქვენ ცოტა გგონიათ? თუმცა ცხადია, ამით არ ამოიწურება ყველაფერი. საქართველოში ორი საკმაოდ ძლიერი საექთნო სასწავლებელი არსებობდა. ამ სასწავლებლებს ვინც წარჩინებით ამთავრებდა, როგორც მედალოსანი, ისე ხვდებოდა უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში. ექთნობით სანდრას დაინტერესების შედეგად მივიღეთ ის, რომ არც ერთი საექთნო სასწავლებელი უკვე აღარ არსებობს. მხოლოდ ერთი ფასიანი სასწავლებელია, რომელსაც დღემდე მეტსახელად სანდრას საექთნო სასწავლებელი ჰქვია. ქალთა სკრინინგ ცენტრიც" სანდრას სახელობის არის და რაც იქ კეთდება, ყველაფერი პირველ ლედის მიეწერება დღემდე. არადა, მთელ მსოფლიოში არსებობს ასეთი სახელმწიფო პროგრამები და აქ პირველი ლედი არაფერ შუაში არ არის. არც მისი დამსახურებით არ უტარდება ამ ხალხს უფასო გამოკვლევები. პროგრამა მსოფლიო ჯანდაცვისგან არის რეკომენდებული და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებულია. სანდრა ამ ფულს ჯიბიდან არ იღებს. თუმცა ეს პროგრამაც არ ხორციელდება სრულყოფილად. როცა ევროპის ქვეყნებში ამ პროგრამით დაავადებას აღმოაჩენენ, მერე სხვა პროგრამებიც ერთვება, რომლითაც დაავადების მკურნალობას ახერხებენ, მაგრამ აქ რომ დასვამენ დიაგნოზს, მერე უმეტესობა ვერ მკურნალობს, რადგან ამას დიდი ფული სჭირდება. სინამდვილეში, ამ უფასოსკრინინგით ხალხს ეუბნებიან, ჩვენ გეტყვით, როდის მოკვდებითო. ან ამის შემდგომ უნდა გაყიდოს სახლ-კარი და გადაიხადოს სამედიცინო მომსახურებაზე დაწესებული საშინელი თანხა, რომელიც ვის ჯიბეში მიდის ეგეც კარგად გასარკვევია.
ჯანდაცვაში დიდძალი საგრანტო დაფინანსებები შემოდის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებიდან, ,,გლობალ ფონდიდან”, ,,იუესაიდიდან” და ა. შ. ამ დაფინანსებებზე მაშინ ვერავის მიუწვდებოდა ხელი სანდრა რულოვსის ჩაურევლად. რაც უნდა გენიალური აზრი ან ინიციატივა ჰქონოდა ადამიანს, ჯანდაცვაში, გამორიცხული იყო გრანტი მიეღო, თუ იგი სანდრას ინტერესებშიც არ შედიოდა. მის გარშემო მყოფი არასამთავრობოები სისტემატურად ღებულობდნენ გრანტებს, არადა ფაქტი ის იყო, რომ ჯანდაცვაში საქმე უკან მიდიოდა და არა წინ.

სხვათა შორის, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, სანდრას ფავორიტს, სანდრო კვიტაშვილს და რამდენიმე პიროვნებასაც ჰქონდათ არასამთავრობო, რომელიც გრანტით ფინანსდებოდა. ეს არასამთავრობო გრანტებს უწყვეტად ღებულობდა, მაგრამ სინამდვილეში რას აკეთებდა, ან საერთოდ აკეთებდა თუ არა რამეს, ესეც არავინ იცოდა. კიდევ ნუ ჩამომათვლევინებთ ჯანდაცვის სამინისტროს იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს, ვისაც სწორედ ამ ფორმით ჰქონდა და დღესაც აქვთ გრანტები თავიანთ არასამთავრობოებში. ერთადერთი მაღალჩინოსანი ვინც ნაციონალების დროს, ამ სამინისტროდან ციხეში წავიდა, კოკა ფრუიძე იყო და მისი დაპატიმრების ერთ-ერთ რეალურ ვერსიად, სწორედ სანდრასთან მის უთანხმოებას ასახელებდნენ. სანდრას ინტერესები საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესებშიც იდო და მათი ინტერესებიც ამ დროს გადაკვეთილა. მართალია ფრუიძე სრულიად სხვა ფაქტის გამო დააპატიმრეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩაუსაფრდნენ და.. “100 საავადმყოფოს” პროექტთან დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი დღემდე არ დაწყებულა. არადა ეს იყო ამ სფეროს ნგრევის ანიც და ჰაე-ც. ამის გარკვევას თუ ოდესმე ვინმე დაიწყებს, იქ აუცილებლად ამოვარდება “ქველმოქმედი” ექსლედის ინტერესები, მაგრამ სააკაშვილი ისეთ გონორზეა და ეს ხელისუფლებაც იმდენს აბედინებს, არა მგონია ეს რომ მოხდეს.

10743455_718019378278218_1785202349_n
“ტუბერკულოზის პროგრამაც” ხომ სანდრას სახელს უკავშირდებოდა. იგი საერთაშორისო ორგანიზაციაში ტუბერკულოზის პროგრამის წარმომადგენელი გახლდათ. საქართველოში ტუბერკულოზის მართვა რომ არ ხდებოდა ეგეც თვალნათელი იყო, რადგან ციხეებშიც და გარეთაც ტუბერკულოზი მძვინვარებდა და მისი პროფილაქტიკა და აღრიცხვა არ ხდებოდა. ტუბერკულოზის ცენტრის გარემონტება დაავადებასთან ბრძოლის ერთი პატარა სეგმენტი იყო და მთავარი დანარჩენი გახლდათ. ისინი აცხადებდნენ, რომ ტუბერკულოზს ვერ მართავდნენ, რადგან ის ატიპური ფორმები განვითარდა. ეს კი გამოიწვია არასწორმა მკურნალობამ და თანმხლებმა დაავადებებმა, რომელიც პროგრამის არასწორი მართვის შედეგი იყო. საქმე იმაში გახლდაღთ, რომ ატიპური ფორმების გამოვლენის დროს ტუბერკულოზის მკურნალობა უფასო აღარ იყო და დიახაც რომ აქ იყო `ძაღლის თავიც დამარხული~, ანუ ყველაფრისგან ფული კეთდებოდა ხალხის გაუბედურების ხარჯზე და ამას ყველა კადრულობდა, მათ შორის, პირველი ლედიც. თუ ამ საქმეების გამოძიება და სიმართლის გარკვევა შეუძლებელია, ხელისუფლებამ ის მაინც გააკეთოს, რომ ასეთ ადამიანებს კიდევ არ აყრევინოს ხალხისთვის თვალში ნაცარი. ბოლოს და ბოლოს ამ თემებზე ლაპარაკი მაინც აუკრძალოს?!…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close