საზოგადოება

ბორჯომში, პირველ სკოლასთან, ბავშვიან ქალს ლამპიონი დაეცა

,,112 საქართველო”-ს ინგორმაციით, ბორჯომში, ჩვილი ბავშვით მყოფ ქალს ლამპიონი დაეცა, პატარა ბიჭუნამ კი, რომელიც ამ შემთხვევას შეესწრო, მათ სამსახურს აცნობა და სხვა მოქალაქეებს დაეხმარა.

,,11 წლის ნიკოლოზ გუმბერიძე „112“-ს ქ. ბორჯომიდან, უცნობი ადამიანის დასახმარებლად დაუკავშირდა, როდესაც მის სიახლოვეს ჩვილი ბავშვით მყოფ ქალს ლამპიონი დაეცა. ნიკოლოზი არ დაიბნა და მიუხედავად ასეთი მძიმე შემთხვევისა, ოპერატორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მან განმეორებითაც დარეკა და ოპერატიულად დახმარებისა და ქალბატონის გადარჩენისთვის დიდი მადლობა გადაუხადა „112“-ს. #112ისგმირი #112საქართველო”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close