პოლიტიკა

“ბიძინა შენზე ერთგული დღეს ჩვენ არავინ არ გვეგულება…”

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ აქციაზე, სადაც პარტიის ლიდერები პრემიერის და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ, “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ მარგიანიც იმყოფებოდა.

მარგიანი ამბობს, რომ ხელისუფლების გადადგომის საკითხი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს.

„ჩემი მოთხოვნა არის ის, რომ გავერთიანდეთ ქართველი და აფხაზი ხალხი რუსების მეშვეობით. ხელისუფლების გადადგომას ყველაზე ნიჭიერი, ერთგული, უკვდავი კაცი ბიძინა გადაწყვეტს, იმაში ჩვენ არ ჩავერევით. ბიძინა შენზე ერთგული დღეს ჩვენ არავინ არ გვეგულება, რახან აიღე, შეასრულე ვალდებულება. ირმა ინაშვილი თუ ითხოვს, ეცოდინება მას ფაქტები ექნება და მე ამაში ჯერ არ ჩავერევი,“ – აცხადებს მარგიანი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close