საზოგადოება

“თბილისი მალე ახალი ბერლინი ან პრაღა გახდება” _ Vogue საქართველოს მონახულებას გირჩევთ

გავლენიანი ჟურნალი Vogue მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რატომ უნდა ესტუმრონ მისი მკითხველები საქართველოს.

„საქართველო სწრაფ გზას დაადგა და მალე ახალი ბერლინი ან პრაღა გახდება. უმჯობესია, დროულად ეწვიოთ ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ცოტა ხანში საქართველოში გამგზავრების იდეა ყველას მოუვა თავში“. – წერს სტატიის ავტორი კარენ ლოფტუსი.

ჟურნალისტი სტატიაში საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობს აღწერს და განსაკუთრებულყურადღებას ქვეყნის მრავალფეროვან კულტურას უთმობს.


„აღმოსავლეთ ევროპის მეზობლების მსგავსად საქართველო რადარებიდან გამქრალი იყო, 1991 წელს რუსეთისგან დამოუკიდებელი გახდა და სახელწოდება საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან მხოლოდ საქართველო დარჩა. თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო, 1997 წელს საქართველოს, სულ რაღაც, 1500 ვიზიტორი ჰყავდა, თუმცა ამ ქვეყანამ მოახერხა და ტურისტების ნაკადი საგრძნობლად გაზარდა. 2016 წელს საქართველომ მეექვსმილიონე საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი აღნიშნა“. – ნათქვამია სტატიაში.

Vogue-ის ჟურნალისტის თქმით, საქართველოს ტურისტული მიმართულებით საერთაშორისო მედია სულ უფრო ინტერესდება:

„New York Times-მა 2015 წელს საქართველო მსოფლიოს 52 ტურისტულ მიმართულებაში შეიყვანა, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიო. კახურ ღვინოზე წერს პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი „Condé Nast Traveler.

ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტი კი ენტონუ ბორდეინი მაყურებელს ურჩევს, სამოგზაურო სიაში აუცილებლად დაამატონ საქართველო.

კარენ ლოფტუსი სტატიაში თბილისის ისტორიულ უბნებს, არქიტექტორულ ძეგლებს, ციხესიმაგრეებს, კაფე-ბარებს, სასტუმროებს, პარკებს და ღამის ცხოვრებას აღწერს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close