პოლიტიკა

ბიბილოვი: საქართველოსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ სასაზღვრე კედელი აშენდება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის ე.წ საზღვრის გავლების სამუშაოები გაგრძელდება და დამატებითი საინჟინრო ნაგებობები გაჩნდება. აღნიშნული განცხადება ანატოლი ბიბილოვმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც კრემლში მისი ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ბიბილოვმა საზღვარზე საინჟინრო ნაგებობების მაგალითად ამერიკასა და მექსიკას შორის კედლის მშენებლობა დაასახელა და განაცხადა, რომ აშშ-ს ამ ქმედებას წინააღმდეგობა არ შეხვედრია.

„ჩვენ უნდა აღვჭურვოთ ჩვენი საზღვარი და განვახორციელოთ საინჟინრო სამუშაოები, იმისთვის რათა უზრუნველვყოთ მისი სრული უსაფრთხოება, ამ ნაბიჯებს საქართველოს მხრიდან წინააღმდეგობა ხვდება, მაგრამ იმაში, რომ ჩვენ საინჟინრო ნაგებობებს ვაგებთ, მე ვერაფერს საშინელს ვერ ვხედავ ქართული მხარისთვის. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება უზრუნველყოს თავისი ტერიტორიების უსაფრთხოება და აღჭურვოს თავისი საზღვრები საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“- განაცხადა ბიბილოვმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close