საზოგადოება

ბელა ალანია: დამღალა უიმედობამ, სეირისმაყურებელთა სიჭარბემ და ტკივილმა, რა იქნება ხვალ

ბელა ალანია, მწერალი:

_ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ასეთი რამ, რომ სასამართლოს სანქციების გარეშე ისმინებოდეს პირადი საუბრები
ყოველ დღე გავდივართ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, საითკენ მივექანებით, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ?
სხვის საძინებლებში დაყენებული კამერები, შანტაჟი, მუქარა ოპონენტების მისამართით, გახდა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა.
სრულიად დაუცველია პირადი სივრცე, ოჯახი, შვილები.
ტოტალური უმუშევრობა, 
გენოფონდისთვის საშიში გადინება,
სრულიად უკონტროლო შემოდინება,
არანაირი დაცულობა არც შინ და არც გარეთ,
უკიდურესი მდგომარეობაა სასურსათო ბაზარზე, (პესტიციდებითა და ნიტრატებით გაჯერებული პროდუქციის სიჭარბე)
ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროება,
სრული ნიჰილიზმი საარჩევნო პროცესებისადმი,
განსხვავებული აზრის, მიდგომების მიმართ დამკვიდრებული აგრესია,
ფანატიკოსთა სიჭარბე,
კონკურენციის, როგორც განვითარების აუცილებელი პირობისადმი მიზანმიმართული ანტიპროპაგანდა,
გაკონტროლებული საინფორმაციო სივრცე,
სახელმწიფო ორგანოები ( პოლიცია, უშიშროება) გამოყენებულია ოპონენტებისადმი ზემოქმედების, ზეწოლის ბერკეტად,
თავისუფლებააყრილი სასამართლო ხელისუფლება,
მაძღარი, დაფინანსებული ინტელიგენცია და
უკუდურესად ღარიბი სოფელი…
არც კი ვიცი ამას რატომ ვწერ,
უბრალოდ, დამღალა უიმედობამ, სეირისმაყურებელთა სიჭარბემ და ტკივილმა, რა იქნება ხვალ, როგორ საქართველოს ვუტოვებთ ჩვენს შვილებს

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close