საზოგადოება

,,ბატონო უჩა, თეა წულუკიანისგან ცუდი შეფასება, დამერწმუნეთ, დიდი კომპლიმენტია”

,,ადამიანის უფლებების დამცველისთვის, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ იქნება ქვეყნის სახალხო დამცველი. მისასალმებელია საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ უფლებადამცველ ქალბატონ ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე. ნინო ლომჯარია ყოველთვის იდგა ადამიანის უფლებების სადარაჯოზე, მაშინაც კი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას ეძინა. ლევან მურუსიძის დანიშვნის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 50 პიროვნება დავდიოდით, მათ შორის ყოველთვის იყო ნინო ლომჯარია. მინდა მადლობა გადავუხადო მოქმედ სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს რაც მან გააკეთა ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ბატონო უჩა, თეა წულუკიანისგან ცუდი შეფასება, დამერწმუნეთ, დიდი კომპლიმენტია, რაც ნიშნავს რომ უჩა ნანუაშვილი არ ასრულებდა სახელმწიფოს მითითებებს და იყო ძალიან ღირსეული სახალხო დამცველი” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, CCBE-ის 2017 წლის უფლებადამცველის საპატიო ჯილდოს მფლობელი ზაზა ხატიაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close