ნელი ვარდიაშვილის სტატიები

ბაკურ გელაშვილი: ყველა თავის სოფლის მეჭუჭურჭლეთუხუცესი უნდა გახდეს

ბორჯომი. სოფ. ყვიბისი. ბერისაყდრების მონასტრის ნანგრევები X-XI სს.

ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში დავდივარ აქეთ-იქით და ბევრი ადგილი ვნახე, ალბათ ათასჯერ უფრო მეტი უნახავი დამრჩება, მაგრამ ერთი აზრი მაწუხებს, რამდენი უნიკალური ძეგლი ნადგურდება ჩვენს თვალწინ, რამდენი უკვე მიწისქვეშა ისტორიის კუთვნილება გამხდარა. დიდი ილიას თქმისა არ იყო ჩვენი ისტორია მხოლოდ მეფეების ისტორიაო, ასეა ჩვენი ეკლესია-მონასტრების თუ ციხეების საქმეც. რამდენი სალოცავია რომელიც თავისი მოკრძალებული უბრალოებით, სიმარტივით დიდ ,,ყურადღებას” არ იწვევს ფართო საზოგადოების მხრიდან, არადა ამასობაში ის ჟამთა კრიალოსანზე იმარცვლება მათი საუკუნოვანი ქვები. არ ვიცი გვაქვს თუ არა (თუ გვაქვს მითხარით დიდი სიამოვნებით შევიძენ) საქართველოს ეკლესია-მონასტრების, ციხეები ენციკლოპედიური ცნობარი მაინც, სადაც შესული იქნება ყველა სოფლის არა მხოლოდ მეფეებივით ცნობადი ტაძრები და ციხეები არამედ ყველა პატარა სალოცავიც და კოშკიც კი. მე ვფიქრობ ამ საქმეში ყველა უნდა გაერთიანდეს, ყველა თავის სოფლის მეჭუჭურჭლეთუხუცესი უნდა გახდეს და ერთად მოეყაროს ყველა ფოტოს თუ ცნობას თავი და ერთ დიდ სქელტანიან ნაშრომად ან ნაშრომებად გამოიცეს, აქვე უნდა მოხდეს ყველა ახალი აგებული ეკლესია-მონასტრის შესახებ ინფორმაციის მოძიებაც. ამ საქმეში უნდა გაერთიანდეს, ეპარქიები, კულტურული მემკვიდრეობა, მეცენატები. თავისუფლად შეგვიძლია ჩაერთნონ პედაგოგები და ყველა ის ადამიანი ვინც ამ საკითხებით დაინტერესებულია და მუშაობს. დამერწმუნეთ კარგი ორგანიზების შემთხვევაში და სათანადო მხარდაჭერით ყველა სოფელში თუ რაონში რამდენიმე თუ არა ერთი კარგი საქმის გამკეთებელი გამოჩნდება.

ავტორი: ბაკურ გელაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close