საზოგადოება

ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმა იგეგმება

ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმის ინიციატივით ბათუმის საკრებულოს აჭარის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატმა, ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართელო”, ნუგზარ ჩხაიძემ მიმართა.

ბათუმის მოქმედი საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარის ნინო ბერაძის განმარტებით, კომისიაში ამ საკითხზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ბათუმში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი უნდა დაიდგას, თუმცა შესაბამისი განკარგულება არ მოუმზადებიათ.

ინიციატორი მიიჩნევს, რომ ძეგლი მემედ აბაშიძის, ზვიად გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში უნდა დაიდგას.

20 ნოემბერს ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომაა დაგეგმილი, შესაბამისად, ზვიად გამსახურდიას ძეგლის ბათუმში განთავსების საკითხსაც ახალი საკრებულო გადაწყვეტს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close