მსოფლიო

აშშ-ის გენერალი: მზად ვართ მომაკვდინებელი დარტყმა გამოვიყენოთ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ

„აშშ და მისი პარტნიორები მზად არიან გამოიყენონ სწრაფი, მომაკვდინებელი და დამანგრეველი ძალა ჩრდილოეთ კორეის მოქმედებების მიმართ, თუკი ამისი საჭიროება გახდება“, – აღნიშნა წყნარი ოკეანის სამხედრო ძალების გენერალმა ტერენს ო’ შენსიმ. გენერალმა ამის შესახებ, ტელეკომპანია Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. თუმცა გენერალმა ისიც დასძინა, რომ აშშ-ისთვის პრობლემის დიპლომატიური გზებით მოგვარება პრიორიტეტულია.

გენერლის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის სანაპიროს მიმართულებით კუნძულ ჰოკაიდოსთან მორიგი ბალისტიკური რაკეტის გაშვება. რაკეტა ღამის საათებში ჩრდილოეთ კორეამ პირველად გამოსცადა.

imedinews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close