საზოგადოება

აქციის მონაწილემ თვითდაზიანება მიიყენა – მეთევზეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

ფოთში, მეთევზეების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვითდაზიანება მიიყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აქციის მონაწილეებმა კი ამ წუთებში ფოთის ცენტრალური მაგისტრალი, გურიის ქუჩა გადაკეტეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც გზის გახსნას ცდილობს, რასაც მეთევზეების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

პარალელურად, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში მეთევზეებს, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გრძელდება.

შეგახსენებთ, მეთევზეები საკანონმდებლო ცვლილებებს და იმ შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვენ, რომლის თანახმადაც მათ პალიასტომის ტბაზე გადაადგილება და თავისუფალი თევზჭერა ეკრძალებათ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close