საზოგადოება

,,ასე ,,იწირებიან” ქართველი ბიჭები შიდა ღალატით” _ ტატუნაშვილის შემდეგ იაკობაშვილის სიკვდილის ჯერი იყო

დავით ნემსაძე, შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი:

_ სისხლით მოვაჭრეები

თადარიგის სერჟანტის ტატუნაშვილის შემდეგ ყოფილი ძალოვანის ჯონი იაკობაშვილის სიკვდილის ჯერი იყო ის ნაცებმა სასიკვდილოდ სცემეს და კიევიდან 200 კილომეტრის მოშორებით 30 გრადუს ყნვაში ტყეში დააგდეს ყველა გათვლით უნდა დაღუპულიყო მაგრამ ადგილობრივებმა იაკობაშვილი უგონოდ შემთხვევით იპოვეს და გადაარჩინეს.

უკრაინის 54 ბრიგადის 25 მოტომსროლელი ბატალიონის მოხალისე ჯონი იაკობაშვილი სააკაშვილის ფრთის ზონდერი მამულაშვილის დავალებით სასიკვდილოდ გაიმეტეს. თემა სენსიტიურია და მას საქართველოში განვითარებულ უბედურებასთან პირდაპირი კავშირი აქვს.

სახელისუფლებო პოზიციას ვერ დავიკავებ ვინაიდან ქვეყნის უსაფრთხოება საოცრად სუსტია, ამის გამომწვევ მიზეზებზე სულ ვწერ: ნეპოტიზმი, პროტექცია, კორუფცია ახლა ამაზე არ შევყოვნდები.

ფაქტი კი ჯიუტია, იგეგმებოდა სახელმწიფოს და ხელისუფლების ტოტალური დისკრედიტაცია.

თადარიგის სერჟქნტი ტატუნაშვილი რომელიც რეგულარულად გადადიოდა ოკუპირებურ ზონაში, აღმოჩნდა, რომ სწორედ მაშინ მოკლეს, როცა ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ქაცარავების ნაირი ტიპები ორგანიზებული პროტესტით დახვდნენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტატუნაშვილი არ იყო იმ დონის ფიგურა, რომ მასზე საგანგებოდ ენადირათ. ეს მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მისი მკვლელობა შეკვეთილი იყო, აქვე, სულაც არაა იოლი იყიდო რამოდენიმე ძვირადღირებული მანქანა და პროტესტის შირმის ქვეშ პოლიტიკური მიზნების ფარული რეკლამირება გაწიო. ეს ცხადყოფს ორგანიზებულ მიდგომებს, იოლთან ერთად შემთხვევითიც არაა უკვე უკრაინაში მეორე ქართველის მკვლელობა დაგეგმო და მისი სისრულეში მოყვანა სცადო.

რეალურად კი, ეს ორი შემთხვევა ერთი კინოლენტის ორი ნაწილია, რომელსაც პოლიტიკიკური გრუნტის სერიოზული აგზნება უნდა მოეხდინა.

დააკვირდით ლიკვიდაციის გეოლოკაციებს
1.არაკონტროლირებადი ზონა ცხინვალი სადაც ნებისმიერი კრიმინალის შეკვეთა ბუნებრივი მოვლენაა.

2. უკრაინა- ქვეყანა სადაც ომის ქაოსი მძვინვარებს და სადაც ქართული მართლმსაჯულება არ მოქმედებს.

ასეთ მკვლელობათა სერიებს უდაოდ შეუძლია მოიტანოს ქართული საზოგადოების აგზნება-გაცოფება მეტადრე მაშინ, თუ ამ პროტესტს ქაცარავასნაირი სამხედრო საქმესთან არასდროს შემხებლობაში მყოფი პირი თუმცა ამ შემთხვევაში ფორმაში გამოკრული ,,კლოუნი“, პოლიტ პოდიუმზე პატრიოტულ შირმით დაუცველ უნიათო და უსაფრთხოების არმქონე ხელისუფლებას წაუტყაპუნებს.

სახელმწიფო და კონკრეტულად ხელისუფლება იმყოფება ევრო ატლანტიკური პროპაგანდისტული შანტაჟის ქვეშ.

დღე დღეზე გადმოასვენებენ ცხონებულ ტატუნაშვილს და ბევრ რამეს მერე დავწერ…

ასე იწირებიან ქართველი ბიჭები და ისევ შიდა ღალატით. ქართულ უსაფრთხოებაში კი ნეპოტიზმი პროტექცია და კორუფცია მძვინვარებს ჩვენთან მინიმუმ დედა უნდა გყავდეს გენერალი სუსში რომ დასაქმდე, თუ გენერალი გინდა გახდე ორგანიზაცია ,,ფუჩუს“ გენდირექტორად უნდა იყო ნამუშევარი ან შენი ე.წ. სივი სოროსის სოროში უნდა იდოს.

სულ რაღაც 3 დღის წინ ლოგისტიკის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე კაპიტნის შტატი ,,გაყიდეს“ ბაზის მეთაური ვაჟა არევაძე 8 თვის მანძილზე ატყუებდა 2008 წ საკაშვილის მიერ უსამართლოდ დაპატიმრებულ ოფიცერს ლევან კობაიძეს, როცა საქმე გავახმაურე დაიბარა და ჩეხეთში გაგიშვებ ოღონდ მაგ შტატზე ვერ დაგნიშნაო.

ლევან კობაიძეც წამოვა და ემიგრაციაში წავა რადგან მას ამას აიძულებენ თუ დასჭირდებათ მასაც მიაკითხავენ და მოკლავენ რადგან ტენდეციაა ასეთი თადარიგის სამხედროების სისხლზე პოლიტიკური ქულები კარგად იწერება.

1. მოუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას დაინტერესდნენ ყოფილი ძალოვანის საქართველოს მოქალაქის ჯონი იაკობაშვილის შემთხვევით როელიც სასიკვდილოთ იქნა გამეტებული, აღმოუჩინონ მას დახმარება ასევე დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობის ფაქტზე.

2. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყოს გამოძიება ლელა ჩიქოვანის შვილის თორნიკე ჩიქოვანის ნეპოტიზმით და პროტექციით დასაქმების ფაქტზე.

3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყოს მოკვლევა უფროსი ლეიტენატი ლევან კობაიძისთვის კარიერული ხელის შეშლის და სამხედრო შტატის გაურჯვეველ ვითარებაში დამალვის ფაქტზე რადგან აქ აშკარაა კორუფციის და პროტექციის ნიშნები.

რაცარუნდა ღირდეს კაპიტნის და გენერლის წოდება ერთი რამ ცხადია საქართველოს მოქალაქისი სიცოცხლე კაპიკადაც არ ფასობს რადგან აქ გენერალიც და კაპიტანიც ეროვნული ინტერესებით ეტყობა არ ინიშნება.

.

.

 .

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close