საზოგადოება

,,ასეთ ,,მარათონში“ ჩაბმას არ ვაპირებ” -გიორგი თევზაძე ომბუდსმენის კანდიდატობაზე უარს ამბობს

არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილმა, უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს სახალხო დამცველის პოზიციაზე წარდგენა შესთავაზა, რაზედაც გიორგი თევზაძემ მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორის წარმომადგენლებს და უარი განაცხადა შეთავაზებულ წინადადებაზე. ჟურნალისტთან გიორგი თევზაძემ განმარტა, რომ იგი დიდად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გულწრფელ შეთავაზებას, მაგრამ მას ცუდი პრაქტიკა და მიდგომა ახსოვს წინა სახალხო დამცველის არჩევისას, როცა წარდგენილ კანდიდატებს ფართო საზოგადოებისათვის თავიანთი ხედვის გაცნობის საშუალებაც არ მისცეს მედიის ზოგიერთმა წარმომადგენლებმა.

,,ასევე, ერთნაირი არაკონკურენტულ სიტუაციაში ჩააყენა საპარლამენტო კომიტეტებმაც, რომლებიც შერჩევით შეხვდნენ და მოუსმინეს დასახელებულ წარდგენილ კანდიდატებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებდათ საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის პოზიცია. დღესაც რომელი კანდიდატი იქნება დაზღვეული ამგვარი არასამართლიანი მიდგომებისაგან? თუმცა, საბოლოო ჯამში, პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც თავიანთ გუნდში გადაწყვეტენ, მიუხედავად იმისა, შესაბამისობაში იქნება თუ არა ფართო საზოგადოებრივ პოზიციასთან. ამიტომაც, ასეთ ,, მარათონში“ ჩაბმას არ ვაპირებ” – აღნიშნა გიორგი თევზაძემ.

ცნობისათვის, გიორგი თევზაძე ეროვნულ განმანთავისუფლებელ პერიოდიდან,1987 წლიდან ეროვნულ იყო სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების ( მრგვალი მაგიდა) ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, 1992 წლიდან დღემდე ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი. საერთაშორისო ორგანიზაცია ამინისტიის წევრი, 2013 წლიდან არჩეული იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close