მსოფლიოპოლიტიკა

,,ასეთი დაბალი ინტენსივობის სარაკეტო იერიშებს, შედეგების მოტანა არ შეუძლია” _ ომი დაიწყო?

ამირან სალუქვაძე,ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში:

_ ამერიკამ მიიტანა იერიში, დაახლოებით 30 ფრთოსანი რაკეტით “ტომაჰავკი”, ასევე საავიაციო ბომბებით. როგორც რუსები გადმოსცემენ, სირიის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 13 რაკეტა. ეს მაღალი მაჩვენებელია. დიდი ალბათობით, ეს იქნება რუსული კომპლექსები (“პანცირ-ს” და სხვა), რუსი ინსტრუქტორებით. რუსული ს-400-ები არ გამოუყენებიათ. როგორც ამბობენ, რაკეტები მათი გამოყენების ზონაში არ ყოფილან. ველოდი, რომ 1-2 კვირაში უფრო მძლავრ დაჯგუფებას შექმნიდნენ და შემდეგ იმოქმედებდნენ.
ადგილზე ტომაჰავკების საკმარისი რაოდენობა არ გააჩნიათ.
შესაძლოა, ვიხილოთ შემდგომი იერიშებიც. თუმცა, სამხედრო თვალსაზრისით, ასეთი დაბალი ინტენსივობის სარაკეტო იერიშებს, განსაკუთრებით, თუ შემდგომ ტალღებს შორის დიდი შუალედები იქნება, ან მხოლოდ ამ იერიშით ამოიწურება, შედეგების მოტანა არ შეუძლია.
მხოლოდ უარესად გამწვავდება სიტუაცია. აშშ-ს ოპონენტების მიეცემათ აჟიოტაჟის საბაბი.
რუსეთის რეაქცია ჯერ არაა. გადმოსცემენ, რომ მათ სამხედროებს საფრთხე არ შეჰქმნიათ. წინასწარ შეატყობინეს თუ არა, გახდება ცნობილი. თუმცა, საპასუხო ქმედებებს განახორციელებს. არაა გამორიცხული, საპასუხო სარაკეტო იერიში ასადის მოწინააღმდეგეთა პოზიციებზე. ამჟამად აგრძელებენ საზღვაო მანევრებს, რომლებიც 26 აპრილამდე გასტანს. მოსალოდნელია მათი ასიმეტრიული პასუხი/გააქტიურება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close