საზოგადოება

“არ გვინდა სახელმწიფო სიკვდილის სარეცელზე…”

“ჩვენ გვინდა სიცოცხლის სახელმწიფო! არ გვინდა სახელმწიფო სიკვდილის სარეცელზე… ,,დედების ფონდის” არსებობის ისტორიის მანძილზე, არაერთი ფაქტი დადასტურდა, საქართველოში არსებული კლინიკების მხრიდან არასწორი დიაგნოსტიკის შედეგად ფატალურად დასრულებული მდგომარეობით, ან გულგრილობით გამოწვეული შეწყვეტილი სიცოცხლით, ან არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო მიდგომებით. ჩვენი მხრიდან, ,,დედების ფონდი” შემოწირულობებით და საკუთარი რესურსებით აფინასებს გადაუდებელი მდგომარეობით მყოფ პაციენტებს, ამით ჩვენ არა მარტო ვუმსუბუქებთ ადამიანებს დაავადებებით გამოწვეულ ტკივილს, არამედ გვაქვს სახელმწიფოებრივი მიდგომა და მთელი შეგნებით გვერდით ვუდგავართ ოჯახების გადარჩენის და სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით. სიცოცხლე და ჯანმრთელობის დავცვა მინიმალურ ზღვარზეა! თუმცა, ეს არის ძალიან მწირი, რასაც დიდი ძალისხმევის შედეგად ,,დედების ფონდმა” მიაღწია და რაც სახელმწიფო პროგრამებით ხორციელდება… ფაქტია, არ არის დაცული და გარანტირებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სახელმწიფოს პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ოჯახის ფიზიკური და სულიერი გაძლიერება უნდა იყოს. მოქალაქის ჯანმრთელობის მთელი პასუხიმგებლობა ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ჩვენ, ,,დედების ფონდი” ვაერთიანებთ აღნიშნულ სფეროში მომუშავე საქართველოში და საზღვარგარეთ არსებულ ააიპ ორგანიზაციებს, რათა მივიღოთ პრევენციული ზომები ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჭირდება სიცოცხლის სახელმწიფო და არა სიკვდილის სახელმწიფო! ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით, სახელმწიფომ ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დასაცავად, ფინანსური დახმარება უნდა აღმოუჩინოს არა მიზერული თანხით, რომელიც ფაქტობრივად არ წყვიტავს სიცოცხლის შენარჩუნებას, არამედ ყველა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა შეასრულოს ზედმიწევნით! რადგან არსებული მდგომარეობა საგანგაშოა მთელი რიგი პრობლემების გამო, ვაქვეყნებთ ინფორმაციას არაპროფესიონალიზმისა და ჰიპოკრატეს ფიცის ღალატის ერთ-ერთ მსხვერპლი დედის_ თეონა წულაიას შესახებ , რომლის შვილი სესილია ესებუა იბრძვის სიცოცხლისთვის! აქვე , ,,დედების ფონდი” მადლობას უხდის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას სწრაფი რეაგირებისთვის და საზღვარგარეთ გადასაყვანი დოკუმენტაციის მობილიზებაში დახმარებისთვის გთხოვთ, გააზიაროთ და გამოხატოთ თქვენი აზრი და დამოკიდებულება, გაერთიანდეს მთელი საზოგადოება და გადავარჩინოთ სესილიას სიცოცხლე!”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close