საზოგადოება

,,არ გამიკვირდება, კოლიოც დაურიგოთ ხალხს და მიანიშნოთ, საიქაოს გზას რომ დაადგნენ”

,,ასე მგონი,  სამყაროს შეშლა ამ ქვეყნიდან იწყება. სასაცილოც აღარაა, სატირალია. ისე უჭირს ხალხს, ამ შეურაცხყოფასაც იღებს.
როგორც უჭირთ, ისეთ საჩუქარს უძღვნიან საახალწლოდ.
ის იმ მერის სამწყსო არაა, რომელსაც სამი მოადგილე, სამი მრჩეველი, 3-3ი კონსულტატი, 2 მძღოლი და ნაკადის მარეგულირებელი რომ სჭირდება რაიონის სამართავად? როგორ არცერთი გამოადგა ამ უნიათოს, რამე რომ ერჩიათ?
მალე თქვენისთანების ხელში არ გამიკვირდება, კოლიოც რომ დაურიგოთ და მიანიშნოთ, საიქაოს გზას რომ დაადგნენ, რადგან როგორც ჩანს, სააქაო მხოლოდ თქვენი ყოფილა” _ აცხადებს ბორჯომის საკრებულოს წევრი, ისტორიკოსი ბაკურ გელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ 500-მდე ოჯახს მთავრობის წარმომადგენელმა საახალწლო საჩუქრად ბულგარული წიწაკა გადასცა.

უცნაური საახალწლო საჩუქარი კარალეთის დევნილთა დასახლებაში 2 დღის წინ მიიტანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ძღვენი მუნიციპალიტეტმა სადღესასწაულოდ გაიღო, თუმცა რა პრინციპით შეარჩიეს საახალწლოდ წიწაკა მათთვის დღემდე ამოუცნობია. მოსახლეობა იმდენად გაღიზიანდა, რომ მის აღებაზე ზოგმა საერთოდ უარი თქვა.

კარალეთში მცხოვრები დევნილებისთვის გაგზავნილი საახალწლო საჩუქარი ყველას არ შეხვედრია. 5 კილო წითელი წიწაკის აღებას ზოგი დღეს გეგმავდა, თუმცა ვერ მოახერხეს, რადგან ნაჩუქარი ბულგარულის მარაგი ამოიწურა.

ახალ წლამდე 18 დღეა დარჩენილი. კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ 500-მდე ოჯახს, რომელთა ნაწილი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, იმედი აქვს, რომ საახალწლოდ ხელისუფლება წითელი ბულგარული წიწაკის იმედად არ დატოვებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close