პოლიტიკა

“არცერთი ნაბიჯი, არცერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთი, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა”

მცოცავი ოკუპაცია და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 700 მეტრით გადმოწეული საოკუპაციო ხაზი. ამ თემაზე დილიდან პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში საუბრობენ, სადაც საერთაშორისო კონფერენცია – “საქართველოს ევროპული გზა” მიმდინარეობს.

“არცერთი ნაბიჯი, არცერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთი, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა” – ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა პრეზიდენტმა.

“ჩვენი დამოკიდებულება იმ ისტორიულ უსამართლობასთან, რომელიც სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში ხდება აქ ჩვენგან – როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის სახით, ამ საკითხის მიმართაც ჩვენ გვაქვს სწორედაც რომ ევროპული სტანდარტის, ევროპულ ღირებულებებზე და გამოცდილებაზე დამყარებული დამოკიდებულება. ჩვენ ვამბობთ, რომ უსამართლობის კედლები, კედლები, რომლებიც აგებულია უსამართლობის და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე, ისე დაინგრევა, როგორც დაინგრა ეს კედლები ევროპაში, მოთმინების, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზაციის და მშვიდობიანი პროცესის შედეგად. მაგრამ, ამავე დროს ჩვენ ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებთ, ვიყოთ უაღრესად პრინციპული, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close