საზოგადოება

,,არჩევნების დასრულებას ელოდებიან და გაზზე, წყალზე და ელექტროენერგიაზე ტარიფი გაძვირდება”

    არჩევნების დასრულებას ელოდებიან და გაზზე, წყალზე და ელექტროენერგიაზე ტარიფი გაძვირდება – ეს განცხადება, “ლეიბორისტული” პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გუგავამ გააკეთა. “პირველ რადიოსთან” საუბრისას გუგავამ წყალმომარაგების კომპანიის იმ მიმართვაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, სემეკშია შესული.
გუგავა ამბობს, რომ გაზისა და ელექტროენერგიის კომპანიების შემდეგ წყლის ტარიფის გაძვირების მოთხოვნით წყალმომარაგების კომპანიებმა მიმართეს და განაცხადის განხილვას სემეკი 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გეგმავს.
“დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება წყლის ტარიფის გაძვირების შესახებ ეს პროცესი დაიწყეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, განაცხადი შესულია წყლის ტარიფის გაძვირების შესახებ. გადაწყვეტილი აქვთ, რომ არჩევნებამდე ამას არ გააკეთებენ, იმიტომ, რომ უკმაყოფილება არ გამოიწვიონ, არჩევნების შემდეგ აპირებენ მკვეთრად წყალზე ტარიფის გაზრდას.
თუ ესენი დარჩნენ ხელისუფლებაში და 21 ოქტომბერს არასწორი არჩევანი გააკეთა მოსახლეობამ და მაფიოზა კალაძე, რომელსაც სწორედ ენერგეტიკაში აქვს ინტერესები, დატოვა ხელისუფლებაში, გაზზეც, წყალზეც და ელექტროენერგიაზეც მკვეთრად მოიმატებს ტარიფები. გეუბნებით ზუსტ ინფორმაციას, იმიტომ, რომ ვიცი იმ განაცხადის შინაარსი, რომელიც შესულია სემეკში და არჩევნების ჩატარებას ელოდებიან, რომ მოსახლეობას გაუძვირონ ტარიფი.,”-განაცხადა გიორგი გუგავამ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close