საზოგადოება

“არსენალის” ფეხბურთელის დედა კონტეინერში ცხოვრობს

ლონდონის “არსენალის” 20 წლის ნახევარმცველი ეინსლი მეიტლანდ-ნაილსი – მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა. გასული წლის ბოლოს, კლუბმა მას ხელფასი გაუზარდა კვირაში 30 ათას ფუნტამდე, რის შემდეგაც, ეინსლი ძმასთან ერთად 700 ათას ფუნტად ღირებულ აპარტამენტებში გადავიდა.
ამის პარალელურად, ფეხბურთელის დედა, 38 წლის ჯული ნაილსი მაწანწალას ცხოვრებას ეწევა და მეტალის ბაზაზე სამი კვადრატული მეტრის ფართობის კონტეინერში ცხოვრობს. ყოველ საღამოს, ჯულის დაცვის მოტყუება სჭირდება ღამის გასათევად, – წერს გაზეთი The Mirror.

“ჩემს ვაჟს ეინსლის შეეძლო ჩემთვის ორი კვირის ხელფასით ბინა ეყიდა, მაგრამ ფულმა გონება აურია. სანამ ის “არსენალში” თამაშობს, მე ყოველდღე ღამის გასათევს ვეძებ. ეს საშინელებაა. უბრალოდ მინდა ვიცოდე, რა გავაკეთე ამ ცხოვრებაში არასწორად”, – განაცხადა ფეხბურთელის დედამ.

ამ სეზონში მეიტლანდ-ნაილსმა 21 ოფიციალური მატჩი ჩაატარა “არსენალის” შემადგენლობაში.
ლონდონური კლუბის წარმომადგენლებმა და ფეხბურთელმა უარი თქვეს სიტუაციის კომენტირებაზე.
გია თვალაბეიშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close